სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!


სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!

Wednesday, June 27, 2012

მართლმადიდებლობის ეპოქა

არქიმანდრიტი ეფრემი (ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი)
[არქიმანდრიტ ეფრემის ინტერვიუ მოსკოვის საღვთისმეტყველო სკოლის სტუდენტებთან].

"დღეს მართლაც მძიმე დროს ვცხოვრობთ;  ადამიანი ცდილობს იარსებოს უკიდურესად ბობოქარ, მშფოთვარე ატმოსფეროში - ბნელით მოცულ, გაურკვეველ და უაზრო ატმოსფეროში.  ევროპელმა ხალხმა ცრუ, ყალბი ქრისტიანობა შეითვისა.  ისინი უარს ამბობენ, რომ თავიანთი ოჯახებიდან ღვთის სარწმუნოება იქადაგებოდეს, მათი სულები ვერ პოულობენ მოსვენებას, სიმშვიდეს, მყუდროებას.  ისინი ცდილობენ, რომ რაღაც უფრო ღრმა იპოვონ.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისისნი ცდილობენ, მართლმადიდებლობის პოვნას.  მათ შეუძლიათ ისწავლონ მართლმადიდებლობა მათგან, რომლებიც ჯეროვნად და სწორად სცემენ თაყვანს ღმერთს.  მთავარი ამოცანა სასულიერო სემინარიებისა და საღვთისმეტყველო აკადემიებისა არის მოწამეობა (დამოწმება) მართლმადიდებლობისა, რადგან ხალხი ეძებს მას.  საღვთისმეტყველო სასწავლებლებში სწავლით მადლობას ვუძღვნით ჩვენს უფალს, რადგან ღირსი გაგვხადა სულიერი ტრადიციით მდიდარი სასწავლებელი მოგვეძებნა;  ღირსი გაგვხადა, ვცხოვრობდეთ მართლმადიდებლურ გარემოში;  ღირსი გაგვხადა, გვქონდეს სიხარული გარეგნულ თავისუფლებაში, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - შინაგან თავისუფლებაში, ანუ გულის თავისუფლებაში"