სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!


სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!

Friday, January 4, 2013

შობიდან ნათლისღებამდე: ნაშობევის (ქრისტეშობა და მომდევნო დღეები) ქება



ქრისტეს შობის დღესასწაულის მრავალთაგან ერთი შესანიშნავი ასპექტია "ქრისტეშობის შემდგომი პერიოდი" (იგულისხმება ქრისტეშობის დღესასწაულიდან 12 დღე).  ესაა იმ იშვიათაგან ერთ-ერთი პერიოდი  ეკლესიის შინაგან ცხოვრებაში, როდესაც ყველანაირი მარხვა შეწყვეტილია და როცა ქრისტეს განკაცების სისრულე ცხადლივაა წარმოჩენილი გარკვეული ხანი ჩვენს წინაშე ხატების სახით.

საბედნიეროდ, უფროდაუფრო ბევრი ხალხი მოდის, რათა უმეტესი შეიმეცნონ... გასაგებად, რომ ქრისტეს შობის დღესასწაული არ დადგენილა თითქოსდა ჩასანაცვლებლად "წარმართული დღესასწაულისა" (როგორც პოპულარულ დისკუსიებში გვთავაზობენ), არამედ საკმაოდ შეგნებულად და განზრახულად იდღესასწაულება უფლის განუმეორებელი შობა ხორციელად.  ხარება (იდღესასწაულება 25 მარტს) ეკლესიის ცხოვრებაში გაცილებით ადრე აღინიშნება, და ქრისტეშობის ტრადიცია თავდაპირველად იმის მიხედვით დადგინდა (დასავლეთში), რომ ქრისტე იშვა ცხრა თვის შემდეგ 25 დეკემბერს.

ხარების დღე  აღმოსავლეთის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში (სულიწმიდისმიერ ქრისტეს უბიწოდ ჩასახვა ქალწულის წიაღში) თავდაპირველადვე 25 აპრილს ( 7 აპრილი ახ. სტილით) იზეიმებოდა , ხოლო სისრულით ქრისტეს განკაცება (შობა, ნათლობა და წინადაცვეთა) აღინიშნებოდა ცხრა თვის შემდეგ (25 დეკემბერს), ახ. სტილით 7 იანვარს.  ოდესღაც ანტიოქიის ეკლესიას წმ. იოანე ოქროპირმა მოუტანა ქრისტეშობის დღესასწაული (რომიდან), რომელიც სულ მალე დანარჩენ მთელ აღმოსავლეთის ეკლესიებშi გავრცელდა.  "ღმრთისგანცხადების" დღესასწაული ki დარჩა, როგორც დასასრული ამ თორმეტი დღისა.

ეს პერიოდი ტრაპეზი ხსნილია ყოვლითურთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ საკუთარ ხორციელ სურვილები ავისრულოთ და ვიღორმუცელოთ.  არამედ,  რადგან ვდღესასწაულობთ, ვზეიმობთ განწმედას, გამოხსნას ქმნილებისა, რაც მოიმოქმედა ქრისტეს განკაცებამ (როცა ყველანაირი საკვები "წმიდაა" - ამით გამოიხატება ხსენებული განწმენდისა და გამოხსნის საიდუმლო - და მისაღები ქრისტიანთათვის).  ჩვენ ტრადიციულად სხვებს, ერთმანეთს საჩუქრებს ვურიგებთ, რაც ერთგვარი განსახიერებაა აღმოსავლელი მოგვებისა (ძღვენი მოართვეს რომ მიართვეს უფალსა და მაცხოვარს) და ღვთისმშობლისა, რომელმაც გვიშვა ქრისტე, როგორც საჩუქარი მსოფლოს ცხოვრებისათვის.

ქრისტეშობის მომდევნო დღს (26 დეკემბერს), სვინაქსარის თანახმად, იხსენიება ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული და მთლიანად მისი ცხოვრება ერთიანად;  უპირვველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ქრისტეს შობით იგი "იარაღი" გახდა ჩვენი ხსნისათვის.  მარიამი მსახურებდა, როგორც წინასახე "სულიწმინდის ცოცხალი ტაძრისა", და ეკლესიისაგანნიც მის შემდგომ - როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად - ჰბაძავენ მას ამ კუთხით.

მარიამის დღესასწაულს მოსდევს ქრისტეს ამაღლების შემდეგ ეკლესიის პირველი მოწამის : დიაკონ სტეფანეს ხსენება (27 დეკემბერი).  ამ დღესასწაულის კონდაკი აღგვიწერს ულამაზეს ისტორიას:  "გუშინ მოძღვარი ხორციელად გარდამოხდა; დღეს კი მისი მსახური ჩაქოლვით აღესრულა ისთვის".   როგორც წმინდა მოწამე, სტეფანე იყო ჭეშმარიტი "მოწმე" (დამმოწმებელი; მომდინარეობის ბერძნული სიტყვიდან "მარტიროს, ძვ. ქართული "მარტვილი") ქრისტეს განკაცების დიადი მნიშვნელობისა.

29 დეკემბერს ვიხსენებთ საზარელ წამებას, დაახლოებით 14 000 ჩვილისა, ჰეროდეს ბრძანებით აღსრულებულთ, რომლის ეჭვიანობა და შურისძიება მომავალი მესიის მიმართ ამ სასაკლაოთი გაცხადდა ( და მათ შორის საკუთარი შვილისა).  ეს დღე ლოცვად აღგვძრავს და მტკიცედ მოგვიწოდებს, რომ არ ვემსგავსოთ ჰეროდეს, ჩვენსავე ცხოვრებაში ქრისტეს გამანადგურებლები.  ქრისტეში ცხოვრება მოწამეობრივი ცხოვრება (როგორც აჩვენა სტეფანემ) და მორჩილებაა (როგორც აჩვენა მარიამმა);  სხვა სიტვებით, ესაა თავმდაბლობით ცხოვრება.  ასეთი თავმდაბლობის (მაცხოვრის) შიშით ჰეროდე "გოდებდა, რომ მისი ძალა მალე განადგურდებოდა" (კონდაკი) და ქრისტეს ეძიებდა გასანადგურებლად.

შობის შემდგომი კვირას იხსენიება ქრისტეს "ხორციელად" ნათესავნი.  ეს "ღვთის წინაპრები" მსახურებდნენ, როგორც პირველი მაგალითნი იმისა, თუ როგორ გვმართებს თაყვანისცემა (და მისი მიბაძვა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) ახალშობილი ჩვენი მაცხოვრისა: იოსებ დამწინდველს, ასაკოვანს მამაკაცს დაევალა ქალწულ მარიამზე ზრუნვა, ანგელოზის მეშვეობით ირწმუნა უფლის და გადალახა სატანის განსაცდელები.  აღმოსავლელ მოგვებთან ერთად მან თავი მოიდრიკა და თაყვანისცდა ახალშობილ მეუფეს.  დავითი, მეფე და მეფსალმუნე, მსახურებდა როგორც ხატი ჭეშმარიტი სინანულისა და ღვთის ხალხზე მზრუნველისა ლოცვებით და საგალობლებით,  რათა ჩვენ სინანულის საქმეებითა და შეუწყვეტელი გალობით ვადიდებდეთ ქრისტეს. ეს ფსალმუნები, ცხადია, მთელი სილამაზით გვახსენებს ქრისტეს შობას, ცხოვრებას, სიკვდილს და აღდგომას.  და ბოლოს, იაკობი, "ძმა უფლისა" (შესაძლოა ან მისი შვილი სალომესაგან, ან ძმისწული), იყო პირველი წინამძღვარი, ეპისკოპოსი იერუსალიმის ეკლესიისა: "როგორც უფლის მოწაფემ, იაკობ მართალო, სახარება შეიწყნარე; როგორც მოწამეს,  შეუდრეკელი სიმამაცე გქონდა; როგორც უფლის ძმას, სიწრფოება გაგაჩნდა; როგორც მღვდელმთავარს კი მეოხება დაუდუმებელი" ("დასდებელი", ან "განსატევებელი" გალობა).

შემდეგ ქრისტეს წინადაცვეთა აღინიშნება (1 იანვარი), არა მხოლოდ როგორც დასაწყისი მის მიერ რჯულის აღსრულებისა, და ღვთის განცხადების მიტანას კაცობრიობისადმი (დაცემის შემდეგ) "ჩრდილიდან" (ებრ. 8:5) სიცხადეში არამედ, ასევე როგორც ყრმის სახელდებასთან დაკავშირებით, სახელით იესო (რაც ნიშნავს "მაცხოვარს", "მხსნელს, "ღმერთია მხსნელი").  ჩვენ ახალი სახელი მივიღეთ ეკლესიის მიერ ნათლობის საიდუმლოში - წინადაცვეთის ქრისტიანული აღსრულება - ქრისტეს მაგალითის შემდეგ.  მისი მეშვეობით, ჩვენი მთელი ცხოვრება ეძღვნება ქრისტეს, წმინდანებისა და მფარველი ანგელოზის შუამდგომლობით.

3 იანვარს იხსენიება წინასწარმეტყველი მალაქია, ბოლო ე.წ. "მცირე წინასწარმეტყველი".  მალაია წინასწარმეტყველებდა ქრისტეს შობამდე V საუკუნის შუახანებში, სპარსი მეფის არტაქსერსეს დროს, რომ "მზე სიმართლისა"  მალევე მოევლინებოდა ქვეყანას, რომელსაც თან მოაქვს "კურნებაჲ შორის ფრთეთა მისთა" (მალაქია 4:2).

მომდევნო დღეს ქრისტეს "სამოცდაათი მოციქული" იხსენიება (იხ. ლუკა 10:1-16), რომლებიც ამქვეყნად პირველნი წარგზავნა უფალმა სახარების საქადაგებლად.  ეს მამაკაცები და დედაკაცები შეგვახსენებენ, რომ, როგორც ჩვენ მივიღეთ ყრმა ქრისტე მის შობას, ახლა ჩვენც აღვიძრათ და დანარჩენ მსოფლიოსაც გავუზიაროთ იგი.  უნდა გავითვალისწინოთ ჩვილი მეუფეთა მეუფის შეტყობინება,  მისი ცხოვრების, სიკდვილის და აღდგომის კეთილ უწყებასთან (რაც არის "სახარება") ერთად, მთელ შესაქმეში (წმ. მარკ 16:15), როგორც ქრისტეს ამ პირველმა მოციქულებმა და მოწაფეებმა აღასრულეს.

და უკანასკნელ, ქრისტეს შობის შემდგომი პერიოდს დიდი დღესასწაულით, ღმრთისგანცხადებით (თეოფანია, 6/19 იანვარი) დავასაკვნით.  ქრისტეს ნათლობაში, მსახური იოანეს (ნათლისმცემელის) ხელებით, ქრისტეს ღვთაებრივობა და ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო განცხადდა. "თეოფანია" ნიშნავს "ღმრთის გამოცხადებას", და მუდმივად გვახსენებს, ეკლესიის ცხოვრებაში და მის თაყვანისცემაში, ქრისტეს, როგორც ღმერთ-კაცის განცხადებას და წმ. სამების განუმეორებელ, მიუწვდომელ საიდუმლოს.  ფაქტობრივად, ჩვენი საეკლესიო-ლიტურგიკული მსახურებების სიუხვით ვუკავშირდებით ამ ღვთისაგან განწმენდისა და კურთხევის მიღების მიზნით შექმნილ წესრიგს - ჩვენი ეკლესიების ჩათვლით - ანარეკლია განკაცებისმიერი საიდუმლოსი

ევქარისტიულ საიდუმლოში მოწოდებულნი ვართ, რომ მივბაძოთ ქრისტეს დედას იმით, რომ გავუზიარებთ ქრისტეს დანარჩენ მსოფლიოს, რომ მივბაძავთ სტეფანეს და ვიქნებით ჭეშმარიტი "მოწმენი (ე.ი. მარტვილები, დამმოწმებლები) ქრისტესი ამასოფლის წინაშე, რომელიც ჰეროდეს მიბაძვას ცდილობს; რომ მივბაძავთ ნამდვილი სინანულით  მცხოვრებ დავითს და უბრალოებით ვიძცხოვრებთ, ლოცვით აღსავსე მორჩილებით, მსგავსად ხნიერი იოსებისა; რომ მივბაძავთ ქრისტეს გამოცხადებას ამასოფლის სიბნელეში ქრისტეს ნათლის ჩვენს მიერ განცხადებით; და რომ ვიქნებით ჭეშმარიტი ანარეკლნი ყოვლადწმინდა სამებისა ჩვენი ერთიანობით,  კავშირითა და ზიარი სიყვარულით ეკლესიაში.

მივიღეთ შეუმნელი ნათელი ყრმ ქრისტესი შობის დღეს, და განმზადებულნი ვართ, რომ გავუზიაროთ ეს ნათელი მთელ მსოფლიოს.  მოვიდეთ ყველანი და შესაფერი გულმხურვალებით აღვნიშნოთ, ვდღესასწაულოთ წალიწადის ეს უმშვენიერესი დრო;  არა მხოლოდ ჩვენი თავისათვის, არამდ განსაკუთრებით მრავალთა ცხორებისათვის.