სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!


სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!

Saturday, September 14, 2013

შესაძლებელია ღმერთისა და ევოლუციის თანაარსებობა?



ჯორჯ კოინი, იეზუიტი. აშშ, ჩრდ. კაროლინი, რალეის წმ. რაფაელ მთავარანგელოზის ეკლესიის ასოცირებული პასტორი. ასტრონომი. ვატიკანის ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი. (სტატია ვრცელდება ოდნავი შემოკლებით)

 დებატები კრეაციონიზმთან, როგორც ევოლუციის საწინააღმდეგო და ალტერნატიულ სწავლებასთან დაკავშირებით, ხელახლა წარმოიშვა ბრიტანულ და ამერიკულ განათლების სისტემებში. რადგან ევოლუცია არაა ათეისტური მსოფლმხედველობა, რადაც ხშირად მიიჩნევა იგი, - ამტკიცებს ჯორჯ კოინი, - ფაქტობრივად, მიუთითებს ჩვენს როლზე ევოლუციურ სამყაროში და გვეხმარება რწმენის გაღრმავებაში.


ევოლუცია, როგორც ქმნილების წარმოშობის მეცნიერული განმარტება ათეისტურ ხედვად მიიჩნევა ხოლმე.

რა თქმა უნდა, ასე არ არის.

მეცნიერება, თავისი მეთოდოლოგიით, სრულიად ნეიტრალურია რელიგიურ მოსაზრებებთან მიმართებაში. მაგრამ თუ ვინმეს ღმერთის, სამყაროს შემოქმედის სწამს, შესაძლებელია კი, მეცნიერული ცოდნა ხელშემწყობი და სასარგებლოც იყოს რწმენის გასაღრმავებლად?

მინდა განვიხილო, როგორია ჩემნაირი, სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული მორწმუნე მეცნიერის ხედვა ღმერთისა და ადამიანის ბუნების შესახებ. ასეთი ცოდნა რწმენასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკუსიის საფუძველი უნდა იყოს და, მიმაჩნია, რომ ფილოსოფია და თეოლოგია ასეთი ცოდნას კიდევ უფრო მეტად ავსებს. გარდა ამისა, მეცნიერთა შორის კიდევ ერთ კრიტერიუმის მიმართ მახვილდება ყურადღება: "გამაერთიანებელი განმარტებითი ძალა", - რაც არამხოლოდ დაკვირვებით განიმარტება, არამედ იმის მცდელობითაც, რომ დავადგინოთ მისი ჰარმონიულობა იმ სხვა ყველაფერთან მიმართებაში, რაც ვიცით. თუნდაც მასთან, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებს სცილდება.

სწორედ, გამაერთიანებელი განმარტებითი ძალის იდეა, - რომლის განხილვასაც შევუდექი, - მას შემდეგ, რაც გააფართოვებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეპისტემოლოგიურ ბუნებას სხვა დისციპლინებთან მიმართებაში, - რაცაა, მაგალითად, რელიგიური აზროვნება, - შეგვიქმნის ისეთ საკითხებზე მსჯელობის საფაუძველს, როგორიცაა რწმენა და სამართლიანობა. ეს კრიტერიუმი სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება ჩვენი ცოდნის გაერთიანებისა. არავინ იქნება ამის სასტიკი მოწინააღმდეგე. პრობლემა ამ კრიტერიუმის განცხადების შემდგომ ჩნდება. როდის ხდება ცრუგაერთიანება, უფრო სწორად, როდის გვეძლევა ერთი დისციპლინისადმი სხვა რომელიმე დისციპლინის ჩვეული ვარაუდებისა და პირობითი მოთხოვნების შედეგად ცოდნისა და მეცნიერების გაყალბება? ისტორია აღსავსეა გაყალბებათა ამგვარი მაგალითებით. მაგალითად, ნიუტონი გრავიტაციის უნივერსალური კანონიდან (რაც თვითონ აღმოაჩინა) გამომდინარე ამტკიცებდა, რომ ბუნება მექანიკურ მოვლენათა მთელ რიგს წარმოგვიდგენს, რომლის მეცნიერულ ახსნა-განმარტებას ვერსად ვნახავთ. ამიტომ, მან ღმერთის არსებობის ისეთი არგუმენტი ააგო, რომლის პირდაპირი ინტერვენცია სამეცნიერო დისკურსში არსებულ ხარვეზებს გვიჩვენებს. მაგრამ, გავიდა საუკუნეზე ოდნავ მეტი და ლაპლასმა სწორედ ასეთი სამეცნიერო ახსნა-განმარტებები აღმოაჩინა თვითონ ნიუტონურ მექანიკაში. ის რღვეული თუ ნახეთქი, რაც ნიუტონის ღმერთს გააჩნდა აღარ არსებობდა. ასე რომ, ღმერთი წავიდა აქედან! ეს იმიტომ, რომ ასეთი გაყალბებები, რაც ახლა მოგახსენეთ, ყოველთვის ჩვეული იყო მეცნიერთათვის, რადგან ჩვენში დაგროვილი ცოდნის გაერთიანების ამ კრიტერიუმის გამოყენებაზე ყოველთვის ყოყმანობდნენ მეცნიერები. და მაინც, თუ გამოვიყენებთ სიფრთხილითა და დაკვირვებით, შესაძლოა, ეს ყველაზე მეტად იყოს შემოქმედებითი წინსვლა ჩვენი ცოდნისა.

დაშვება, რომ არსებობს შემეცნების უნივერსალური საფუძველი და ჩვენც, - რადგან არ შეიძლება, ეს საფუძველი წინააღმდეგობრივი იყოს, -  შემეცნება ერთი დისციპლინისაგან გვაქვს, ის ყველა სხვა დისციპლინებისგან უნდა შეივსოს და გამდიდრდეს. თუ რომელიმე ერთი ამ საფუძველს მიიღებს, კეთილსინდისიერიც იქნება, საკუთრივ, სხვისი დისციპლინისადმი, იქნება ეს საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი მეცნიერები, ფილოსოფია, ლიტერატურა, რელიგიური აზროვნება თუ სხვა. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ სხვისი დისციპლინისადმი, მისი მკაცრი ჭეშმარიტების კრიტერიუმისადმი კეთილსინდისიერებით, სრულიად გახსნილები ვართ, მივიღოთ სხვა დისციპლინების დასკვნით დებულებათა ჭეშმარიტი ფასეულობები. და ეს მიღება არამარტო პასიური უნდა იყოს, იმ გაგებით, რომ არ უნდა უარვყოთ მათი დასკვნები, არამედ აქტიური, - რომ ჩვენ შევუერთებთ იმ დასკვნებს ჩვენი საკუთარი დისციპლინისგან გამომდინარე დასკვნებს.

ასე რომ, რა ვიცით მეცნიერთაგან ამ საკითხთან დაკავშირებით? სიცხადეა ნებისმიერი მეცნიერებისთვის, გეოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, პალეონტოლოგიის, შედარებითი ანატომიის, კოსმოლოგიისა და სხვათათვის, რომ ევოლუცია სამყაროსთვის ჩვეული და მახასიათებელი თვისებაა. როგორც სამყარო, ისე მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილი შეუძლებელია გაგებულ იქნას ევოლუციის პირობებისა თუ თვალსაზრისის გამორიცხვით. ჩვენ ადამიანებად ევოლუციის მეშვეობით ვიქეცით, და ევოლუცია ყოველდღიურად ხდება. სამყარო გაფართოვდა და განვითარდა "დიდი აფეთქებით" , ვარსკვლავები კი დაიბადნენ და მოკვდნენ. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი იბადება და საარსებოდ თავისგარშემო თერმონუკლეანურ ღუმელს ქმნის სინათლის ელემენტების საშუალებით, მუდმივად სულ უფრო მძიმე ელემენტებად გარდაიქმნება, ხოლო როცა ისინი თვითონ ვარსკვლავს კლავენ, სამყაროს ამ მძიმე ელემენტებს ჩუქნიან. და შემდგომ მეორე თაობის ვარსკვლავები იბადებიან, ოღონდ ახლა უკვე არა სუფთა წყალბადისანი, არამედ უფრო გაუმჯობესებული სამყაროული ქიმიისგან. სამყარო მუდმივად მდიდრდება მძიმე ელემენტებით. ეს პროცესი, სულ უფრო რთული კომპლექსური ქიმიური კომბინაციებით, იქამდე გრძელდება, სანამ ადამიანი არ მოიზილა, მითოლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ. ჩვენი მზე მესამე თაობის ვარსკვლავია და ჩვენ, პირდაპირ, კოსმოსური მტვრისგან დავიბადეთ.

ამ პროცეს წარმოშობს სამყარო და სამყაროსთანვე აგრძელებს არსებობას ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტში. ჩვენ ატომების მუდმივ გაცვლაში ვართ სამყაროში არსებულ ატომების საერთო რეზერვუართან. ყოველ წელს ახლდება ჩვენი სხეულის ატომების 98% . მუდამ ვსუნთქავთ და ვიღებთ ცოცხალი ორგანიზმების მიერ რამდენიმე უკანასკნელი კვირის განმავლობაში გადამუშავებულ მილიარდობით ატომს. არაფერია ჩემს გენებში ერთი წლის წინანდელი. ყველაფერი ახალია, სამყაროში არსებული ენერგიისა და ნივთიერებისგან რეგენერირებული. ჩემი კანი ყოველთვიურად ახლდება, ღვიძლი კი ყოველ ექვს კვირაში. ანუ, ჩვენ, პირველწარმომშობთან ერთად, სამყაროს ნამუშევარი ვართ, რთული მუშაობის ნაყოფნი.

ყველაფერი, რაც მე წარმოვადგინე სამყაროში კომპლექსურ ორგანიზმთა ევოლუციის შესახებ, მათ შორის საკუთარი თავის შესახებ, გაჩნდა ისეთი ბუნებრივი პროცესებით, რაც ნიშანდობლივია სამყაროსთვის, რომელიც 14 მილიარდი წლისაა და, დაახლოებით, 1022 ვარსკვლავს მოიცავს. მაგრამ რა კავშირი და მიმართება აქვს ამ სამეცნიერო ცოდნას ღვთისადმი ჩვენს ურთიერთობასა და რწმენასთან?

ხანდახან მორწმუნე მეცნიერთაგან ცდუნდება, რადგანაც ის ღმერთის "ახსნას" ცდილობს. ჩვენ მოვიზიდავთ ღმერთს იმ საქმისთვის, რომ აიხსნას ისეთი რაღაცები, რასაც სხვაგვარად ვერ ავხსნიდით. "როგორ წარმოიშვა სამყარო?", "ჩვენ როგორ შევიქმენით?". ჩვენ ჩაკეტილები ვართ ღმერთთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ვერ ვგრძნობთ, რომ საღ და გონივრულ სამეცნიერო ახსნა-განმარტებას ვფლობთ. იგი, ანუ შემოქმედი, ჩვენ წინაშე "უფსკრულთა დიად ღმერთად" წარმოდგება. არასოდეს მჯეროდა ღმერთის, რომლის არსებობის დადასტურება შესაძლებელი იქნებოდა ისე, როგორც სამეცნიერო პროცესისას ხდება ხოლმე. ღმერთი არ მოიპოვება როგორც, ასე ვთქვათ, რაციონალური პროცესის დასკვნა. მე მრწამს ღმერთი იმიტომ, რომ ღმერთმა თვითონ მიბოძა საკუთარი თავი. ეს სასწაული არ ყოფილა. ამას ის აზრი აქვს, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, რომელიც მეხმიანება, ურთიერთობს ჩემთან და ვუყვარვარ, და რომელმაც გაწირა საკუთარი თავი ჩემთვის. არასოდეს შევიყვარებდი ღმერთს, არც ღმერთს ვეყვარებოდი სხვაგვარი არგუმენტაციისა თუ მსჯელობითი პროცესის გამო. შევიყვარე ღმერთი იმიტომ, რომ მან პირველმა გადმოდგა ნაბიჯი ჩემკენ, და მე ეს ფაქტი მივიღე. ესაა ის, რაც რწმენაა, რაცაა პირადი სიყვარულის ურთიერთობა ღმერთთან, და ეს უნდა იყოს სამართლიანობის ძებნის წყარო ჩვენთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი სამყაროს მიღმაა, ის მასში თავისი პროვიდენციით, ანუ განგებულებითა და უწყვეტი შემოქმედებით საქმიანობს. ყურადღების გამახვილება სამყაროსგან ღმერთის განუშორებლობაზე მის შეზღუდვას არ გულისხმობს. არა, იგი წარმოაჩენს ღმერთს, რომელმაც შექმნა სამყარო, რომელსაც შიგნითვე აქვს განსაზღვრული დინამიზმი ევოლუციის საშუალებით, როგორც ამას მეცნიერება ხედავს, და ამით მონაწილეობას ღებულობს იგი (სამყარო) ღმერთის დიდებულ შემოქმედებაში. ღმერთმა თავი დაიცარიელა, რომ შესძლებოდა, თავისი მარადიული სიყვარული თავის ქმნილებასთან გაეზიარებინა. საკუთარ ქმნილებასთან ღმერთის ურთიერთობის ასეთ ხედვას ვპოულობთ ძველ ქრისტიან მწერლებში, განსაკუთრებით ნეტარი ავგუსტინეს თან, "შესაქმეს" წიგნის კომენტარებში.

თუ მორწმუნეები თანამედროვე მეცნიერების შედეგებს რიგიანად მიუდგებიან, მაშინვე ჩამოშორდებიან დიქტატორი ღმერთის, ნიუტონისეული ღმერთის ცნებას, რომელმაც ისე შექმნა სამყარო, რომ თავისით, რელუგლარულად წიკწიკებს. ალბათ, ღმერთს მშობელივით უნდა ვხედავდეთ, ან ისეთ ვინმედ, რომლის სიტყვებიც გამამხნევებელი, დამაიმედებელი და დამხმარეა. ამ მხრივ, საღვთო წერილი ძალზედ მდიდარია. ის წარმოგვიდგენს მას ნამდვილად ანთროპომორფულად; ღმერთად, რომელიც რისხდება, რომელიც ასწავლის; ღმერთად, რომელიც ზრდის სამყაროს. რაც შეეხება თეოლოგებს, აღსანიშნავია, რომ მათ ისედაც გააჩნიათ ღმერთისგან უწყვეტი ქმნადობის კონცეპტი. თეოლოგებმა და მორწმუნეებმა რომ თანამედროვე მეცნიერება შეისწავლონ უწყვეტი ქმნადობისა და ღმერთის მიერ საკუთარი თავის დაცარიელების შეხედულებებთან ერთად, ეს მათთვის ძალზედ გამამდიდრებელი იქნებოდა. ღმერთი მოქმედებს სამყაროში. სამყაროს, როგორც ბავშვს, გააჩნია განსაზღვრული, საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა. მას აქვს უნარი, გამოეხმაუროს სიყვარულისა და თანადგომის სიტყვებს. თქვენ კი ასწავლით ბავშვს, მაგრამ ამასთანავე ცდილობთ შეინარჩუნოთ და გაამდიდროთ ბავშვის ხასიათი და მისწრაფებები. მშობელმა საშუალება უნდა მისცეს ბავშვს, სრულწლოვანების ასაკს მიაღწიოს, რომ მან საკუთარი არჩევანი აამოქმედოს და საკუთარ გზაზე იაროს. სიტყვები, რომლებიც სიცოცხლეს იძლევიან, უფრო მდიდარნი არიან, ვიდრე უბრალო ბრძანებები, ცნობები თუ ინფორმაციები. ასე, ამ გზით ღმერთი სამყაროსთან ურთიერთობს და მასში მოქმდედებს.

ევოლუციური სამყაროს და მასში ჩვენი ადგილის ასეთი ხედვა, - მეცნიერებებიდან და სამყაროში ღმერთის როლიდან გამომდინარე, ამავე მეცნიერებისადმი მორწმუნეთა რეფლექსიებიდან გამომდინარე, - შეიძლება ჩვენთვის დამხმარე იყოს, რწმენის უკეთესი გაგება რომ შევიძინოთ. ჩვენ ვმონაწილეობით შესაქმეში, რაც იყო  კიდეც ღმერთის სურვილი. არ ვლაპარაკობ ზემოთაღწერილი ადამიანის სულიერ ბუნებაზე, რადგან შეუძლებელია, სამეცნიერო კვლევის ობიექტი იყოს იგი. მაგრამ, რელიგიური მორწმუნის რეფლექსიები ღმერთის ბუნებასა და მის სამყაროსთან ურთიერთობაზე მიგვიყვანს ჩვენი სულიერობის აღიარებამდე. ასეთი რეფლექსიები იმავე სულიერ საქმიანობაში ისხამს ხორცს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მეცნიერული ცოდნა  სამყაროს შესახებ, სამყაროში ჩვენი როლის, - ასე ვთქვათ, ღმერთისგან სამყაროს უწყვეტ ქმნადობაში თანაშემოქმედთა როლის, - აღიარებამდე მიგვიყვანს.



სტატია თარგმნილია ინგლისური ენიდან

Wednesday, July 17, 2013

როგორ ვხედავთ ბიბლიას

ამ წერილის დასაწერად სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობის მქონე, ან სულაც ათეისტი ადამიანების განცხადებებმა, აზრებმა თუ შეხედულებებმა აღმძრა, რომლებთან საუბრებშიც საერთო საკითხები გამოიკვეთა. ამ მცირე წერილში, სწორედ, ამ საკითხებზე პასუხის ნათელყოფას შევეცდები. 





ეს საკითხებია:
  1.  ბიბლიაში არსებული შეუსაბამობები და შეცდომები.
  2. აქედან გამომდინარე, მწერალთაგან (რომლებიც ღვთისგან შთაგონებულებად ითვლებიან) გამოვლენილი მეცნიერული უცოდინრობა.
  3. ასეთი ვითარებისას რა გვაძლევს სარწმუნოების "ჭეშმარიტების" გარანტიას, სხვა სიტყვებით, მისაღებია თუ არა ბიბლიის სიტყვა? 


პირველად, მართებულად მიმაჩნია აქამდე შექმნილი არასწორი წარმოდგენების ცხადყოფით დავიწყო. ამიტომ, აქვე განვაცხადებ, რომ როცა საუბარი ქრისტიანულ სარწმუნოებას ეხება, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ბიბლია მის ერთადერთ წყაროს არ წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, არც არავითარი წყაროა. ვინაიდან მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი (საუბარი მაქვს "ახალ აღთქმაზე") თავად ქრისტიანულმა სარწმუნოებამ შექმნა. კიდევ უფრო შეიძლება შორს წასვლა და იმის თქმა, რომ ბიბლიის პირველი ნაწილიც, ე.ი. "ძველი აღთქმა" საეკლესიო (ოღონდ არა "ახალი აღთქმისეული" გაგებით) შემოქმედებაა. არ ვაპირებ ღრმა საღვთისმეტყველო საუბარს, რადგან ამის არც განსაკუთრებული შესაძლებლობა მაქვს და, ბუნებრივია, მცირე წერილის ფარგლებსაც გავცდები. ყოველი შემთხვევისთვის, ვარკვევთ, რომ ბიბლია სარწმუნოების ნაყოფია და, არავითარ შემთხვევაში, სარწმუნოება ბიბლიისა. ვინაიდან, ბიბლიის ერთადერთი წყარო არის ის სარწმუნოება, რომელშიც ღმერთი და ადამიანი ერთად შემოქმედებს და მოიაზრება.

მეორედ, აღვნიშნავ, ხშირად ხდება, რომ მოწონებას იმსახურებს სახარების წმინდა მორალური, მისი სწავლა-მოძღვრების მაღალი ეთიკური მოცემულობა. მაგრამ მაფერხებელი ხდება მისი, - როგორც უწოდებენ, - შეუსაბამობები და შეცდომები. და ეს მაშინ, როცა მორწმუნე აღმსარებლისთვის ბიბლიის ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა თაყვანისცემასა და პატივისცემას იმსახურებს. ამით მივადექი კიდევ ერთ არასწორ წარმოდგენას, რომლის მიხედვით: თითქოს, მორწმუნე ადამიანისთვის ბიბლიის ყოველი სიტყვა და ფრაზა, ყოველი ასონიშანი სათაყვანო და საპატივცემულოა. რა ქმნის ასეთ წარმოდგენებს? ცხადია, უბრალო გაუგებრობა, არასწორი გაგება და, - თვითკრიტიკასაც მივმართავ, - ჩვენი არამკაფიოობა.

ქრისტიანები ხშირად ვამბობთ, რომ ბიბლია - ეს ღვითსმეტყველებაა. ამ პატარა წინადადებამ, რომელიც ჩვენი გაგებით უდავოდ სიმართლეა, წერილის ძირითად ადრესატებში წარმოშვა შეხედულება, რომლის მიხედვითაც, მასში დაუშვებელია ხარვეზები, შეუსაბამობები და რაიმე სახის ლაფსუსი, თუნდაც მაშინ, როცა ის არასულიერ საგნებზე საუბრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ის არ იმსახურებს აღიარებას. საბოლოოდ, ასეთ ბრალდებასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე, რომ თეისტებს არ სურთ იმის დანახვა, რაც მეცნიერების, ცივილიზაციის წინსვლისა და ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე საყოველთაოდ ცხადად იკვეთება აღმოჩენების სახით. რადგან ეს, აგრეთვე საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენით, საფრთხეს უქმნის მათ მსოფლმხედველობასა და შეხედულებებს, რასაც ერთ, ცნობილ და უცნაურ სიტყვად - რწმენად - სახელდებენ. მინდა ვთქვა, რომ გონიერი თეისტი არათუ აღიარებს, დიდი სიხარულითაც კი ეგებება სამეცნიერო აღმოჩენებს. რადგან იაშვიათია, რაიმემ ასე თვალნათლივ წარმოაჩინოს ღვთის იმ ქმნილების სიდიადე, ადამიანი რომ ჰქვია, თუ არა მისმა მიღწევებმა. ანუ, ვამბობ იმას, რომ როგორც თითქმის ყველგან და ყოველთვის, ისე თეისტებსა თუ ათეისტებს შორისაც ვხვდებით არაადეკვატურ, შეუსაბამო ცოდნას, ან, სხვა სიტყვებით, შესაბამისი ცოდნის უქონელ, მაგრამ გულწრფელ ადამიანებს. მაშ, ზედაპირული ხედვით, დგება პრობლემა, ჩვენ წინაშე იკვეთება ბიბლიის სიცრუე და არაღვთიურობა, რაც სერიოზულ საფრთხეს უნდა უქმნიდეს საზოგადოების მხრიდან მისი აღიარების საკითხსს.

თუ აქამდე შევეცადე თვალნათლივ წარმომეჩინა გაუგებრობები, ახლა ვეცდები დავუსვა კითხვის ნიშანი ამ ერთ, მთლიან პრობლემას და, რასაკვირველია, აქ მოცემულ თითოეულ საკითხს თანმიმდევრულად.

ზემოთ სიტყვა ღვთისმეტყველება ვახსენე ბიბლიასთან მიმართებაში და ისევ გაუგებრობები რომ არ წარმოვშვა, ამიტომ ამ ცნების შინაარსის სამზეოზე გამოტანა აუცილებლად მიმაჩნია. ვინაიდან ბევრისთვის ის "ღმერთის საუბართან" იგივდება. თუ ამას არ გავარკვევთ, გაუგებრობებსაც ვერ მოვშორდებით.

სავსებით ცხადია, რომ თეისტებისთვის ბიბლია არის ღვთისმეტყველება. ეს გულისხმობს იმას, რომ მასში არის საუბარი ღმერთის შესახებ, გარკვეული, მკაფიო გაგება და მოძღვრება ღმერთის შესახებ. ამაში გათვალისწინებულია მისი ყოფიერებისა და პიროვნების, მისი ნების, თვისებების და, ზოგადად, არსის რაგვარობის შესახებ საუბარი, განცხადებულია ღვთის ჩანაფიქრი და მიზანი, რასაც საეკლესიო ენაზე განგებას ვუწოდებთ. ღვთისმეტყველება მეცნიერების, როგორც ადამიანის მიერ რომელიმე კონკრეტული მიმართულებით შემეცნებისა და გააზრებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი სფერო და საგანია, რომლის მიზანი ღმერთთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევა-შემეცნება და პირად ცხოვრებაში მათთვის მნიშვნელობის მინიჭებაა, რომლებიც მეტნაკლებად ჩამოვთვალე ზემოთ. იმასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე თეისტები, რომ ბიბლიაში ღმერთი საუბრობს, რომ ბიბლიით ღმერთი გვესაუბრება. მაგრამ გავიმეორებ, რომ ღვთისმეტყველება არ ნიშნავს ღმერთის საუბარს, ერთგვარ ლექციებს ღვთისგან ამა თუ იმ საგანზე, რომლებზე საუბრის მოსმენაც ასე ძალიან გვსურს ღმერთისგან. მე მხედველობაში მაქვს ხილულ სამყაროსა და ცოცხალ ორგანიზმებზე საუბარი: ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის და, საერთოდ, მატერიალური სამყაროს ფიზიკური აგებულების შესახებ. მაშ, ღვთისმეტყველება - ეს არის სწავლა-მოძღვრება და საუბარი ღმერთის შესახებ. აქ, ცხადია, თეისტების აზრით ღმერთზე საუბარში იგულისხმება ის, რასაც თავად ღმერთი უცხადებს ადამიანს. იმის საუბარი ღმერთზე, რასაც თავად ღმერთისგან ვიგებთ. მეტი დეტალურობისთვის ასე შეიძლება გამოვთქვათ: ბიბლიაში ღმერთი საუბრობს, თვითონ ბიბლია კი ღმერთზე საუბრობს; ესე იგი ღვთისმეტყველებს. ასე უნდა გვესმოდეს ღვთისმეტყველების მნიშვნელობა.

როგორც ქრისტიანს, იმედი მაქვს ბიბლიის კითხვა ყოველი ქრისტიანი მორწმუნისთვის აღმაფრთოვანებელია. ალბათ, არამორწმუნე ადამიანებიც არაერთხელ მოუხიბლავს. ბუნებრივია, მე ჩემს თავს თეისტების რიცხვს მივაკუთვნებ და ბიბლიის კითხვაც, ცხადია, აღმაფრთოვანებს. მაგრამ არასოდეს გამჩენია სურვილი თაყვანი მეცა მისი ყოველი სიტყვისა თუ ფრაზისთვის. შეიძლება კი გონიერ ადამიანს ის საგინებელი და უშვერი სიტყვები ან წინადადებები მოეწონოს, რასაც წავაწყდებით ხოლმე ბიბლიაში? მაგალითისთვის, სულაც არ მაქვს სურვილი სიტყვა: მეძავი ან მრუში, მკვლელი, უწმინდური ან გარყვნილი, ღვთის და ადამიანის მოძულე, შურიანი და კიდევ სხვა მრავალი, ხშირად უარესიც კი სათაყვანოდ ჩავთვალო და მოვიწონო. ეს ოდნავ ხუმრობით. ისე, აქ მოშურნე მორწმუნე წამოიძახებდა: თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთსო. მაგრამ, რადგან წერილს ჩემ გარდა არავინ წერს და მე არც დიდი მოშურნეობით გამოვირჩევი, დალაგებულად და დინჯად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიაში მოხსენებული ყოველი ფრაზა თუ სიტყვა თაყვანისცემას არც იმსახურებს და არც მოითხოვს ამას. ჩავურთავ, მით უმეტეს მაშინ, როცა ის, უბრალოდ, ჩვენთვის საინტერესო მატერიალურ სამყაროზე საუბრობს.

დროის ცვლასთან ერთად იცვლება და მდიდრდება ადამიანის ცოდნაც მატარიალურ სამყაროზე. ეს წერილი ბიბლიას ეხება და, ამიტომ, აუცილებლად უნდა ავხსნა მატერიალური სამყაროსადმი მისი კომპეტენციის საკითხი. ერთი მხრივ, თეისტები ვამბობთ, რომ ბიბლია უშეცდომოა და, მეორე მხრივ, იმასაც ვამბობთ, რომ მასში შეცდომებია. ერთი შეხედვით, ეს პარადოქსი ასე აიხსნება: როცა იგი ღმერთზე და სულიერ საგნებზე საუბრობს ყოველგვარი შეცდომა, ხარვეზი და შეუსაბამობა გამორიცხულია. უშეცდომობაზე საუბრისას არ ვგულისხმობ ადამიანურ ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებებსა და წარმოდგენებს ღმერთის შესახებ; იმას, თუ როგორ აღიქვამდა ადამიანი ამა თუ იმ ეპოქაში ღმერთს და როგორ ხსნიდა სამყაროულ, ისტორიულ ხდომილებებს ღმერთთან მიმართებაში, რასაც ასევე შევხვდებით ბიბლიაში. ასე, იგი მართალია თავის სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. თუმცა მასში ერთიან აზრსა და სტრუქტურას ძნელად თუ ამოვიცნობთ, რაც, გარკვეული გაუგებრობებიდან გამომდინარე, დაყოფების საფუძველი ხდება ხოლმე. ამ მიზეზის გამო, ქრისტიანების ტრადიციული აზრითა და რჩევით, უმჯობესია და სასურველი, ბიბლიის გააზრება სასაფუძვლე ცოდნითა თუ გამოცდილებით მოხერხდეს. ამაში არ მოვიაზრებ რაღაც დაფარული ცოდნის რაიმე "გასაღებებს". ქრისტიანობაში ითვლება, რომ მის გასაგებად საუკეთესო დამხმარე ისაა, ვისაც ბიბლიის დაწერაში გარკვეული წილი აქვს. ესაა წმინდა სული, რომელზეც მე ვსაუბრობ და მხოლოდ ამ გაგებით შემიძლია ვუწოდო მას "გასაღები". არა როგორც დაფარული ცოდნის ამოსაკითხი რამ საშვალება, არამედ როგორც თვალისჩინი, სრულიად ღია მოცემულობის საუკეთესო აღმქმელი. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვილ ბავშვს თავიდან უჭირს საგნების ამოცნობა და მხედველობის კონცენტრაცია, დანდათანობით კი სწავლობს როდის და საით უნდა მიმართოს მზერა. ამგვარადვე, ყოველივე ჩვენგანი ბიბლიის სამყაროში ოდესღაც ნამდვილად შედის და ყველაზე მეტად მაშინაა მნიშვნელოვანი ყურადღების მიპყრობა უმთავარესსა და ერთადერთზე, ღვთაებრივ უწყებაზე. ამდენად, ქრისტიანული ეკლესია და, აქედან გამომდინარე, გონიერი თეისტი ვერ ეთანხმება იმ აზრს, რომ ბიბლიაში შეცდომები და ლაფსუსები არასულიერი, მატერიალური საგნებისა და მთლიანად სამყაროს შესახებ გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განცხადებით ბიბლია ღვთივშთაგონებულია, ამაში არ იგულისხმება, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა შეუმცდარი, ყოველგვარი შეცდომისაგან თავისუფალი იყოს. მას უშუალოდ ადამიანები (ასე ადვილად რომ მოსდით შეცდომები) წერდენ, საუკუნეების განმავლობაში კი გადამწერთა ხელში გადადიოდა. როცა მისი მწერლები ამა თუ იმ გამიზნულ საკითხზე საუბრობდნენ, ბუნებრივია, საუბარში სამყაროსეულ, მატერიალურ საკითხებზეც უხდებოდათ სიტყვის თქმა. უნდა შეგვეძლოს გარჩევა, რომ ღვთივშთაგონება მათ არა თუ ფიზიკურ სამყაროზე სასაუბროდ, არამედ ისევ ღმერთზე, სულიერ სიმართლეებსა და საწყისებზე სასაუბროდ მიენიჭათ. აქაც, ტრადიციული ეკლესის გაგებით, ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურია და იმაზე ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი სისავსეა მთლიანად.  არაერთხელ აღნიშნულა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი, რასაც ბიბლია ჩვენს სამყაროზე აცხადებს და ხაზს უსვამს არის ის, რომ იგი ოდესღაც შეიქმნა, მას მიეცა დასაწყისი; რომ მას ჰყავს გონიერი შემოქმედი, რომელიც ქმნის მას გააზრებულად და მასში დებს მიზანს. ბიბლია თავისი პირველი წიგნის პირველსავე გვერდებზე სწორედ ამას უცხადებს ადამიანს და, ამდენად, ეს საყურადღებო და უმნიშვნელოვანესია. სხვა შემთხვევაში, რასაკვირველია, ბიბლიის მწერლები იმ ცოდნას ემყარებიან და ავლენენ, რაც თავიანთ დროში გააჩნდათ. ეს არა მარტო ბიბლიას ეხება, არამედ ეკლესიის ისტორიის განმავლობაში დაწერილ არაერთ საღვთისმეტყველო ნაშრომს. მაგალითისთვის, შემიძლია გავიხსენო იოანე დამასკელის “ზედმიწევნით გადმოცემა”, ბასილი დიდის, ეფრემ სირიელის, გრიგორი ნისელის (რომლის საუბრებიც ჩვენთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სამყაროს შექმნაზე მის ნააზრევსა და “დიდი აფეთქების” მოდელს შორის მსგავსებები იკვეთება) და სხვათა მიერ გადმოცემული “შესაქმის” წიგნის განმარტებები. 

“როცა ვამბობთ, რომ ვინმე ღვთივშთაგონებულია, არ ვგულისხმობთ, რომ მან შეუმცდარი ცოდნა შეიძინა სამყაროსთან დაკავშირებით და მისი ყოველი სამეცნიერო დეტალი უწყის. არ ვგულისხმობთ, რომ უცდომელობას მიაღწია ყველა საკითხთან მიმართებაში. ის შეუმცდარია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ შეუქმნელ, მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებას ვუწოდებთ. ღვთივთაგონებული ადამიანი შეუმცდარი ფილოსოფოსი და მეცნიერი როდი გამხდარა, არამედ შეუმცდარი ღვთისმეტყველი, "თეოლოგი" - ის, ვინც საუბრობს ღმერთზე. მას შეუძლია უშეცდომოდ ისაუბროს ღმერთზე, მაგრამ სამყაროს სტრუქტურასა და საიდუმლოებას უშეცდომოდ ვერ წარმოაჩენს. ის კარგად იცნობს ქმნილებათა მიზეზებს, მაგრამ არა სკუთრივ ქმნილებათა შედგენილობას, არსსა და აგებულებას” (იოანე რომანიდისი). ამდენად, ვარკვევთ, რომ ღვთივშთაგონება მათ ადამანისთვის სულიერი ჭეშმარიტების გასაცხადებლად, მეტაფიზიკურ საგნებზე სასაუბროდ მიიღეს. 

ფიზიკურ სამყაროზე საუბრისას, ვგონებ, კარგი და თვალსაჩინო მაგალითი იქნება საღვთომითოსური ადამისა და ევას სამოთხეში ყოფის გახსენება. რას ეუბნება მათ ღმერთი და როგორ მცნებას სთავაზობს? ვფიქრობ, სწორად მახსოვს, რომ იმის შესახებ აუწყებს, თუ რა არის საჭირო ღმერთთან ურთიერთობისთვის და როგორ უნდა ეურთიერთონ მას. ე.ი. ღმერთი ადამიანს მეტაფიზიკურ რეალობაზე ესაუბრება, მისი უმთავრესი მიზანი ეს ურთიერთობაა. მაგრამ როცა საქმე ხილულ სამყაროსთან ადამიანის მიმართებას ეხება, ის ამცნებს: ღმერთად დამიდგენიხარ ამ სამყაროში, ეუფლე მას. ყოველივე შენია, იზრუნე მასზე. მასზე ზრუნვა, ჩემი აზრით, იმას გულისხმობს, რომ გაიგო მისი რაობა და პრობლემები. პრობლემები კი, განსაკუთრებით,  ადამიანის დაცემის შემდეგ, რადგან, ვამბობთ, რომ ადამიანის ყოფა აისახება მის გარემოზეც. ვთვლი, რომ ეს ზრუნვა იგივე მეცნიერებაა, მოწოდება მეცნიერებისკენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე კიდევ გავიხსენებ, რა ხასიათისაა ღმერთის საუბარი, საერთოდ, რაზე საუბრობს ღმერთი და რომ ბიბლია ამას ხაზგასმით ამბობს. თითქმის ყველა წინასწარმეტყველის ყოველი საუბარი ასეთი სიტყვებით იწყება (რასაც ხაზგასმად აღვიქვამ): “ამას ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ. მომეცი მე, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ. თუკი მიხვდები, რომ შორს ხარ ჩემგან და მოინანიებ, მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; მატყლის ფითილასავით ვაქციო. ნისლივითა და ღრუბელივით წარვხოცავ შენს ცოდვებსა და უსჯულოებას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე. მინდა გაიგო, რომ მე ვარ სიცოცხლე და ჩემით იცოცხლებ საუკუნოდ. ეს იქნება შენი მოდგმის კურთხევა”.* ღმერთს არ უთქვამს: შეხედე, ეს ხეა; აი, მცენარეები. მათ აქვთ ფესვები, ღერო, ფოთლები და ნაყოფი. ღერო სხვადასხვა გარსისგან შედგება. აი, ნახე, თითოეული ქმნილება უმცირესი უჯრედებისგან შედგება. იცოდე, მცენარე რომ გაზარდო ასე და ასე მოიქეცი, წყალი უსხი და მისთ. თუმცა გვიბიძგა და მოგვიწოდა, რომ ამ ყოველივეს გაგება ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რასაც დღემდე, ასე თუ ისე, მაინც წარმატებულად ვახორციელებთ. ამ უბრალო სიცხადის გამოა, რომ ბიბლია არ აპირებს ვინმეს გეოგრაფია, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია და მედიცინა ასწავლოს ან სხვა სამეცნიერო ინფორმაციებს აზიაროს. გავიმეორებ, რომ ხსენებულ საგნებთან შეეხებისას, ცხადია, იგი დამწერთა შეზღუდულ ცოდნას ეფუძნება, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. სწორედ ამავე მიზეზით არ დაწერილა ის პოლიტიკური განსაზღვრებების დასადგენად ან გადმოსაცემად, არც იმისთვის, რომ მასში ჰუმანისტური, ფილოსოფიური მსჯელობები ამოგვეკითხა. ტრადიციული გაგებით, თუკი მკითხველი სულიერად მიუახლოვდება ბიბლიას, მაშინ ის თავის სულიერ კურთხევებს ავლენს. შევნიშნავ, რომ არა იმდენად ინტელექტუალურ, რამდენადაც სულიერ ასპექტში, რადგან ესაა მისი ერთადერთი კომპეტენცია. აქვე მცირედს დავამატებ ე.წ. კრეაციონისტებზე. მიმაჩნია, რომ მათ თავის დროზე (XIX-XX სს.) ისეთ ვითარებაში მოუწიათ ამ პრობლემებში ჩაბმა, როცა მეცნიერების ღვაწლით სამყარო იმ დროს წარმოუდგენელ და შესანიშნავ აღმოჩენებს გაეცნო. ბუნებრივი იყო, ამ ყველაფერს კარგი გააზრება სჭირდებოდა, რაც დროის უმოკლეს ვადაში ნაყოფიერად ვერ მოხერხდა და სხვა გზით წარიმართა დისკუსიები ამა თუ იმ საკითხზე, რომლის ალოგიკურ და არამეცნიერულ დასკვნით შედეგებსაც დღემდე ვხვდებით კრეაციონისტ მკვლევართა ამა თუ იმ საზოგადოებებში.

კაცობრიობის კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ხასიათის ლიტერატურა იქმნებოდა. ანტიკური ხანიდან გვაქვს შემორჩენილი ლიტერატურული ნაწარმოებები. მაგალითად, ჰომეროსის ორი ცნობილი თხზულება,  შუამდინარული გილგამეშის ეპოსი და ინდური ათჰარვავედა. მათში, თქმაც ხომ ზედმეტია, რომ მატერიალურ საკითხებთან მიმართებაში ის ცოდნაა ნაჩვენები და გატარებული, რაც იმავე დროში არსებობდა. მაგ. ყველაზე მარტივი, კოსმოლოგიის მაგალითი, იმ დროინდელი წარმოდგენა სამყაროს აგებულებაზე. რომ ვარსკვლავები მხოლოდ ბრწყინვალე წერტილები, მარგალიტები თუ კრისტალებია და რომ ცა ერთი დიდი კარავია და სხვ. მაგრამ, რადგან მომდევნო საუკუნეებში უკვე გავარკვიეთ, რომ ეს ასე არაა, სრულიად არ აკნინებს ამ თხზულებათა ღირსებას. რადგან ხვდები, რომ ჰომეროსს სულაც არ ჰქონდა მიზნად, შენ, მკითხველი კოსმოლოგი გამხდარიყავი, ან გცოდნოდა მთვარეზე როგორი კრატერებია. როცა ნაწარმოებს წერს, იგი ცდილობს გასიამოვნოს ცხოვრებით, გასწავლოს ადამიანური ცხოვრება, რომ სანამ ცოცხალი ხარ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც ბიბლია ამბობს, არაფერია ისე საყვარელი ღმერთისთვის, როცა ადამიანი სიბრძნით ცხოვრობს. და ეს, დამეთანხმებით, ყოველი გონიერი ადამიანისთვის სასურველია.

მაშ ასე, იმ ბოლო კითხვის საპასუხოდ, მისაღებია თუ არა ბიბლიის სიტყვა, დასკვნის გამოტანა, ცხადია, თქვენზეა მონდობილი. უკანასკნელ, მადლობა მინდა გითხრათ, რომ გაეცანით წერილს.



____________________________
* მალაქია 3:7; სოლ. იგავები 23:26; ესაია 1:18; II რჯული 30:19 და სხვ.

იხ. სტატია ბლოგზე: "ახალგაზრდა თეოლოგები" - როგორ ვხედავთ ბიბლიას

Monday, May 6, 2013

გულისხმისყოფისთვის







1. აჰა, ამბობს უფალი, შევიწყალებ ყველას, ვინც კი გამოიხედავს ჩემკენ, ვინც მათხოვებს გულს და მე აღვებჭდავ მასზე ჩემ სიტყვას, რომელსაც ვერავინ წაშლის. რადგან სიტყვა ჩემი საუკუნოა და მისი მსმენელი ჩემში ცოცხლობს.

2. ცუდად მიეჩვიეთ ჩემს სიტყვებს, დღედაღამ ამაოდ იხსენებთ, ამიტომ გიხარიათ და სწუხართ. გიხარიათ, რადგან ამბობთ, ღმერთთან ვართო და სწუხართ - ღმერთი არ არისო ჩვენთან.


3. განა ჩემი სიტყვა ცარიელი ქროლვაა? რა ნაყოფი იქნება, თუკი სადგური არ მიეცა? ჩემში არ ცხოვრობდნენ თქვენი წინაპრები?


4. შესცქერით საკუთარ თავს და ხართ მარტონი, ამიტომ არაფერი გაგაჩნიათ.


5. ჩემი სიტყვის დარის, მოსეს ხელში გაიარა ჩემმა ზრახვებმა. მე ვუთხარი, აჰა, ჩაიწერე, ამას ვეუბნები-მეთქი ჩემს ეკლესიას: იყავით ჩემთან და იყავით ერთმანეთთან.


6. მე ვარ უფალი და ეს არის ჩემი განზარხვა. ჩემი სიტყვა ჩემგან გამოდის, პირველ ფიცრებზე წერია.


7. ის დაიმსხვრა, თქვენ კი მიხვდით, რომ არავინაა სხვა ღმერთი. 


8. ჩემი სიტყვით მიცნობთ მე, ჩემი სული მიგახვედრებთ ჩემს სიტყვებს.


9. შეხედეთ ჩემ მორჩილთ, ჩემი ზრახვის მცნობელთ. მათში მიხილავთ მე, რადგან ისათნოვა ჩემმა სულმა იგინი და დაივანა ჩემმა სიტყვამ მათ შორის.


10. მომხედეთ მე, შვილებო, და მოგხედავ თქვენ. მაღალ მთაზეა ჩემი სამკვიდრებელი, აქაა ჩემი საყდარი, აქეთ და იქეთ ჩემი ხალხია.


11. აკი გითხარით, მიეჩვიეთ-მეთქი ჩემ სიტყვებს. არ დავაყოვნებ, მოავალ და გიხილავთ, თქვენ კი არ მენახვებით. არ იცით, რომ კაენის მსხვერპლი უცხოა ჩემს წინაშე? ამტიომ, გეუბნებით, შემოდით ეზოში, ეჩვენეთ ერთმანეთს, მეჩვენეთ მე და დავთხევ თქვენზე უხვად ზეთს საუკუნოს.


12. ამით დაგბეჭდავ თქვენ და იქნებით ჩემი ზრახვით მოარულნი, როგორც ჩემი სიტყვის მეორე ფიცრები. წარუშლელად დარჩება ჩემი სიტყვა ყველა თქვენგანზე, ამით იცოცხლებთ საუკუნოდ. გაემზადეთ, რადგან, როგორც არასდროს, ისე ვივლი მე ამიერიდან თქვენთან.



Tuesday, April 23, 2013

ნეოპატრისტიკული, პოსტპატრისტიკული და კონტექსტუალური "თეოლოგია"



ნავპაკტოსის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

ვინც ბიბლიისა და მამათა ტექსტებს იკვლევს, ამასთანავე აცნობიერებს, რომ მართლმადიდებლური თეოლოგია საღმრთო გამოცხადებაა საუკუნეთა მანძილზე - წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მათი მემკვიდრე მამების მიერ გადმოცემული.

ამის დახასიათებას ემსახურება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს დასაწყისი: "მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ძველთაგან მამებს ღმერთი, რომელიც ამ უკანასკნელ დღეებში თავისი ძის მიერ გველაპარაკა" (ებრ. 1:1).

ამდენად, ისინი ის ღვთივშთაგონებული წმინდანები არიან, რომელთაც ყოველგვარი ერესისა და დამახინჯებისაგან დასაცავად ჩამოაყალიბეს, გადმოსცეს თავიანთი გამოცდილება სიტყვებით, გადმოსცეს ტერმინებში. ამიტომ, ეს ტერმინები თუ დოგმატები ჩვენი ტრადიციისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები არიანი და ვერავინ შეძლებს მის ხელყოფას ისე, საკუთარი გადარჩენის გზა რომ არ დაკარგოს.

მეთოთხმეტე საუკუნის ისიქასტთა კრებულის (Hesychast Synod) მნიშვნელოვანი ფრაზა  - როგორც ეს მართლმადიდებლობის სინოდიკონშია გამოხატული, - ის არის, რომ ურთიერთმიმართებით "წმინდანთა ღვთივშთაგონებული თეოლოგია და ეკლესიის ღვთივსათნო სინდისი ერთსულოვანია".

წმინდანები გადმოსცემენ არა საკუთარ თეოლოგიას, არამედ აფორმებენ მხოლოდ იმას, რაც განსაკუთრებულად მათ ესაჩუქრათ, რაც პირადად მათ განიცადეს სულიწმინდაში. ამ თვალსაზრისისა და პერსპექტივის გარეშე შეუძლებელია მართლმადიდებლური თეოლოგიის არსებობა; ფაქტობრივად, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება ხსნის უმთავრეს საფუძველი.

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი პავლე მოციქულის იმ სიტყვების განმარტებისას, - სადაც იგი საკუთარ ამაღლებას აღწერს "ვიდრე მესამედ ცადმდე", ესე იგი "სამოთხეში", "სადაც გამოუთქმელი სიტყვები მოისმინა, რომელთა წარმოთქმის ნებაც არ აქვს ადამიანს" (2 კორინთ. 12:1-4), - ამბობს, რომ ეს სიტყვები ღვთის შეუქმნელი დიდების ბრწყინვალებაა, მისი დიდების ნათელია და მათი "გამოუთქმელობა" მიღებული გამოცდილების სრულყოფილად გამოუხატველობას გულისხმობს, როგორც რაღაც ადამიანური ბუნებისა და ძალის მიღმიერისას.

მამა იოანე რომანიდისი ამ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ წმინდანებს გამოცხადება "სიტყვებით გამოუთქმელად" ებოძებათ და იმდენად გამოხატავენ მას, რამდენადაც შეუძლიათ, თუმცა უკვე ქმნილი სიტყვებით, ნიშნებითა და სახეებით, ადამიანთა სასწავლებლად ისე, რომ ყოველმა ჩვენგანმა ჩვენივე ფეხით შევძლოთ პირადი ხსნის გზაზე სიარული.

ცხადია, რომ ღვთის გამოცხადება იმ ეპოქის სიტყვებითა და ტერმინებით გადმოიცემა, რა ჟამსაც აღესრულება. გამოცხადება, - როგორც ჭეშმარიტი ღვთისმეტყველნი ცხადყოფენ, მათ შორის გრიგორი ღვთისმეტყველი, - ყველასათვის არაა... ყველასათვის როდია ბოძებული ღვთის შემეცნება... არა ყველასათვის, არამედ მათთვის, ვინც უკვე გამოიცადა, ვისაც კი უცხოვრია ჭვრეტაში, ვინც, სულ მცირე, განწმენდილია სულითა და ხორცით, ან რომელიც ადგას განწმენდის გზას... ".

ეს ღვთისმეტყველნი - განღმრთობილნი - გამოცდილებით იცნობენ ღმერთს; ისინი აღიარებენ და მოწიწებით პატივს-სცემენ "ღვთის ყველა მხილხველს" და ღებულობენ იმ ტერმინებს, რომლებსაც ეს უკანასკნელნი იყენებდნენ.

შესაბამისად, ვისაც, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული გარეგანი ცვლილებების დადგენა ხელეწიფება, ჭეშმარიტი ემპირიული თეოლოგები არიან, რომელთაც იგივე ტრადიცია უპყრიათ, რაც წინაპარ მამებს გააჩნდათ. დარჩენებს კი გვმართებს დავემორჩილოთ "გამოცდილებით მიღებულს, გაზიარებულს" და ვიხელმძღვანელოთ მათით.

"წმინდა მთის ტომოსში"[1], - გრიგოლ პალამას ამ ნაშრომში, - ნახსენებია, რომ დოგმატები იმათთვისაა ახლობელი, "ვისაც მიღებული აქვს გამოცდილება", ვინც უარყო ფული, ქონება, დიდება ადამიანთა თვალში და მავნე სხეულებრივი სიამოვნებები, ვინც უარყო ყოველივე სახარებისეული ცხოვრებისათვის. ამ უარყოფითა და მორჩილებით მათ დაადასტურეს, რომ ქრისტეს საზომისაკენ მსწრაფი და წმინდა ისიქაზმში ლოცვით მცხოვრები, ღმერთთან მისტიკური ერთობაში შესული, არის თანაზიარი "გონების მიღმიერი საგნებისა".

სწორედ ესენი არიან ეკლესიის ნამდვილი თეოლოგები, რომელთაც თეოლოგიის ჩამოყალიბების პოტენციალი გააჩნიათ. ამის გარდა, არსებობენ ისინიც, ზემოაღწერილს რომ უერთდებიან და "კრძალვით, რწმენითა და მზრუნველობით"  ეზიარებიან მას.

არ არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაზე სხვაგვარი მსჯელობის გზა, რადგან ამ დიდებულ ღმრთისმეტყველებს გარეთ მხოლოდ სპეკულაცია თუ არსებობს, სეკულარიზმი და ლოზუნგების ხმაური. წმინდა გრიგორი ღვთისმეტყველი, როცა "ენის მოქიცინეთ, ბრძენკაცთ და თვითმარქვია თეოლოგებს" აკვირდებოდა, ბრძენობის მხოლოდ საკუთარი სურვილით რომ არიან კმაყოფილნი, ამბობდა: "მსურს უმაღლესი ფილოსოფია, მწადია საბოლოო საზომის ხილვა - იერემიასებრ - და  მსურს უბრალო ვიყო საკუთარ თავთან". სიმართლეა, დღესაც ჩვენც უსაზღვრო სევდით ვართ მოცულნი იმიტომ, რომ ჩვენი ეპოქა "თვითმარქვია თეოლოგებით" ივსება, რომლებიც შემდგომ სასულიერო და საერო პირებს ასწავლიან, ამით კი დიდ არეულობას და უწესრიგობას ქმნიან საზოგადოებაში.

ამ ერთგვარი შესავალი სიტყვების კარგად გაცნობიერება აუცილებელია, რასაც ქვემოწერილით შევუწყობ ხელს.


  • "პალამიტური" და "ნეოპალამიტური" თეოლოგია


XIV საუკუნე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ეკლესიისათვის, რადგან  მართლმადიდებლურ თეოლოგიას სულ პირველად დაუპირისპირდა დასავლური, სქოლასტიკური თეოლოგია წმინდა გრიოგლ პალამასა და ბარლაამს შორის.

მათ დიალოგში გაცხადდა, რომ წმინდა გრიგორი ეკლესიის მთელი თეოლოგიის, - დაწყებული ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან, ვიდრე ხსენებულ საუკუნემდე,- მატარებელი და გამომხატველი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მან გამოთქვა მოძღვრება მოციქულებისა, მოციქულებრივი მამებისა, მე-4 საუკუნის მთავარი მამების, შემდგომ - მაქსიმე აღმსარებელის, იოანე დამასკელის, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და სხვათა  და სხვათა. მთელი აღნიშნული პერიოდისას ეკლესიის თეოლოგის გვარი გარკვეული იყო, იცვლებოდა მხოლოდ მისი გარეგანი ფორმულაციები, რასაკვირველია, სხვადასხვა საჭიროებებისა გამო. სწორედ ამიტომ, წმ. გრიგორი როგორც ტრადიციონალ, ისე პროგრესულ ღვთისმეტყველად ხასიათდება. 

ამდენად, თავისთავად წმინდა გრიგორი პალამას სწავლება არ შეიძლება "პალამიტურ" თეოლოგიად ჩაითვალოს, არამედ, მის მიერ გადმოცემულ მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიად. იგივე აღინიშნება ყველა წმინდანის ერთსულოვან სწავლებასთან დაკავშირებით.

როგორც წესი, ერეტიკოსთა შეხედულებები იმ ადამიანის სახელწოდებებს იძენს, ვინაც სათავე დაუდო ამგვარ შეხედულებებს, მაგალითად - "არიანიზმი", "ნესტორიანიზმი", "პავლიკანიზმი" და სხვ. ამიტომ, შეუფერებელია წმინდა ბასილი დიდის სწავლებას "ბასილისეული" ვუწოდოთ, ან გრიგორი ღვთისმეტყველისას "გრიგორისეული", ან კიდევ იოანე ოქროპირისას "ოქროპირისეული" და სხვ.  ამგვარადვე, უადგილოა და შეუფერებელი წმინდა გრიგორი პალამას სწავლების "პალამიტურ" თეოლოგიად წოდება-მოხსენიება.

თუმცა, ფაქტობრივად, გარკვეულ მომენტში გრიგორი პალამას სწავლება ზოგიერთის მიერ "პალამიტურად" იწოდებოდა. ჩემი შთაბეჭდილებით, უმეტეს შემთხვევაში ეს ტერმინი დამცინავ ნიუანსს შეიცავდა, რაც მისი სწავლების ჩამოქვეითებისა და დაკინებისკენ იყო მიმართული, როგორც რაღაც უცნაურის, ეკლესიის თეოლოგიისგან სრულაიდ განსხვავებულის სახით წარმოჩენისკენ. იყვნენ თეოლოგებიც, რომელთაც წარსულში თავიანთ ნაწერებში დამცინავი სიტყვებით ჰქონდათ შემოკობილი წმინდა გრიგოლ პალამას მიერ გადმოცემული მთლიანად ისიქასტური ტრადიცია.

საბოლოოდ, ტერმინი "ნეოპალამიტური თეოლოგიაც" გამოჩნდა, რომელიც ეკლესიის ამ უმთავრესი მამის თეოლოგიის ხელახალი ახსნა-ჩამოყალიბების მცდელობა იყო, რათა თანამედროვე მოთხოვნებს გამოხმაურებოდა.  ამან კი გაუსაძლისი ურთიერთობები, კავშირები წარმოქმნა, რადგან ჩემი რწმენით, ეს იყო წმინდა გრიგორის მოძღვრების შეცვლის მცდელობა.

მაგალითისთვის, როგორადაც გრიგორი პალამამ გადმოსცა ეკლესიის მოძღვრება არსსა და ენერგიას შორის ურთიერთობასა და სხვაობაზე შესაძლოა გაანალიზებული ყოფილიყო, მაგრამ, ამავდროულად, ისიქასტური ტრადიცია უკუგდებულიყო, როგორც "პიეტისტური" ხასიათის რამ, რომელიც, სინამდვილეში, არის გზა ღვთის შეუქმნელ ენერგისთან პირადი ზიარებისა. 

აქ ისმის კითხვა: როგორ შეუძლია მეცნიერს თეორიის განხილვა, როცა  უარყოფს პრაქტიკას, რომელიც მას ადასტურებს? ეს, უბრალოდ, არამეცნიერულია. სწორედ ამიტომ - "კრებულის აზრით", - ის, ვინც არ ეთანხმება ისიქასტურ ტრადიციას, როგორც ეს გრიგორი პალამამ და "ერთსულოვანმა მონაზვნებმა" გადმოსცეს, თავისთავად განკვეთილნი აღმოჩნდებიან.

რამდენიმე წელია ამ საქმის კურსში ვარ და ვზრუნავ წმინდა გრიგორი პალამას სწავლებაზე და მის თხზულებებზე. ამიტომ, როცა ვინმეს სურს მისი სწავლების გააზრება, გაანალიზება და ჩემი დასკვნების ჩაწერა, მე მთაწმინდის კურთხეულ მამებს ვეყრდნობი, რომლებიც დღენიადაგ აგრძელებენ იმავე ისიქასტურ ტრადიციასა და  გამოცდილებას, რომელიც წმინდა გრიგორი პალამასთვის იყო ცნობილი და რომელიც გამოეცხადა მას სწორედ მთაწმინდაზე.

ასე რომ, ნაშრომს ვუწოდე "წმინდა გრიგორი პალამა, როგორც მთაწმინდელი". ამან უთანხმოება გამოიწვია გარკვეულ წრეებში, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ გრიგორი პალამას მოძღვრების თეორიული, სქოლასტიკური და ფილოსოფიური გზით განმარტებას. შეუძლებელია, ვინმემ ისიქასტური სწავლება ღრმად შეისწავლოს იმ სივრცისაგან დამოუკიდებლად, სადაც ის გამოიცადა და დღესაც ასევე, კვლავ აგრძელებს ცხოვრებას მიმდინარე დროში.

შესაბამისად, ტერმინები "პალამიტური" და "ნეოპალამიტური" თეოლოგია მართლმადიდებლური ტრადიციის მიღმაა, მისგან გამიჯნულია და მართლმადიდებლური თეოლოგიის საფუძვლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


  • ნეოპატრისტიკული და პოსტპატრისტიკული "თეოლოგია"


წინა მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ იქცევიან თანამედროვე თეოლოგები, როგორ რეაგირებენ ჩვენი ეკლესიის ტრადიციის მიმართ. უკვე მქონდა დისკუსიები ბიბლიური თეოლოგიის მართლმადიდებელ პროფესორთან, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის საზღვარგარეთ, თუმცა პროტესტანტული იდეების გავლენის ქვეშაა და ამტკიცებს, რომ, რადგან ქრისტე სიმართლის მზეა, მამები ღრუბლები არიან, რომლებიც ამ მზეს მალავენ. ამ შემთხვევაში, გამოდის, უნდა ჩამოვიშოროთ ღრუბლები, რათა ქრისტემ გამოანათოს. ამგვარი თვალსაზრისი, ცხადია, ანტიორთოდოქსულია.

ამიტომ მჯერა, ამ თვალთახედვით იწყება ტერმინების, "ნეოპატრისტიკულისა" და "პოსტპატრისტიკული" თეოლოგიის აგება. თავდაპირველად, ტერმინი "ნეოპატრისტიკა" მოკრძალებულად გამოჩნდა არენაზე, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ პატრისტიკული ტექსტები ჩვენს დროში აღარ უნდა გამეორებულიყო პირდაპირ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ტექსტების "სულმა" დღევანდელ ვითარებებში უნდა გადმოინაცვლოს, რათა უკეთ შევძლოთ შესწავლა, თუ რამდენად მიემართებიან მამები თანამედროვე საკითხებს. 

მიუხედავად ზოგიერთის კეთილი განზრახვისა, ეს მაინც საშიში ნაბიჯია, რადგან, რეალურად, მთელ პატრისტიკულ თეოლოგიას საფრთხე ექმნება, როცა ჟინიანი ინდივიდები ცდილობენ მამათა "სული" საკუთარ ეპოქაში გადმოიტანონ. ავთენტური გადაცემა იმ ადამიანებს უნდა ითვალისწინებდენ, რომლებიც მფლობელნი არიან იმავე ემპირიული ცოდნისა - ან, თუნდაც, აქვთ კავშირი მასთან.

ნახსენები ტერმინი, "პოსტპატრისტიკული" თეოლოგია, თავის თავში გულისხმობს იმას, რომ აღარ გვჭირდებიან მამები, რომლებიც სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, რომელთაც საქმე სხვადასხვა პრობლემებთან ჰქონდათ, პირისპირ იდგნენ სხვადასხვა ონტოლოგიური და კოსმოლოგიური კითხვების წინაშე, რომ "სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობა" ჰქონდათ და, შესაბამისად, ვერ დაგვეხმარებიან ჩვენს ეპოქაში.

მჯერა, რომ ნეოპატრისტიკული და პოსტპატრისტიკული თეოლოგიები იმ თვალსაზრისს გაგონებთ, რომლის მიხედვითაც პატრისტიკული თეოლოგია თავისი ეპოქის ღირებულება იყო და რომ, მოგვიანებით, დასავლეთის სქოლასტიკურმა თეოლოგიამ აჯობა პატრისტიკულ თეოლოგიას, ხოლო საბოლოდ, გამოდის, თანამედროვე თეოლოგების თეოლოგია პატრისტიკულ თეოლოგისაც და სქოლასტიკურ თეოლოგიასაც აღემატება.

მსგავსი შეხედულებები მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძვლებისთვის ერთგვარი ნაღმებია, რადგან ისინი დროთა განმავლობაში ჭეშმარიტების თანდათანობითი გამოცხადების ერეტიკული შეხედულებებით ხასიათდება. ასე, თითქოს, ეკლესია დროთა განმავლობაში უღრმავდებოდეს ამ გამოცხადებებს, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რომელიც მკვეთრად უსვამს ხაზს, რომ "ყოველი სიმართლე" ერთხელ გამოვლინდა სულთმოფენობის დღეს.

ამდენად, არ არსებობს დროთა განმავლობაში ჭეშმარიტებაში ჩაღრმავება და არც ჭეშმარიტების თანდათანობითი გამოცხადება; ეკლესია მხოლოდ ფორმულირებას ახდენს, აყალიბებს იმავე ერთგზის გამოცხადებულ ჭეშმარიტებას დროის პრობლემების მიხედვით.

ე.წ. ნეოპატრისტიკული და პოსტპატრისტიკული თეოლოგიის წამოჭრა განსაზღვრულ თეოლოგებს მიეწერებათ, რომლებიც მოღვაწეობდნენ დასავლეთში, კერძოდ, პარიზში, როგორც ცენტრში. ისინი დასავლურ აზროვნებასთან დიალოგში ინტენსიურად ცდილობდნენ, პასუხები გაეცათ იმ პრობლემებზე, რომლებსაც იქ აწყდებოდნენ.

მართალია, დიდად დავალებულნი ვართ ასეთი თეოლოგების წინაშე, მაგ. ვლადიმერ ლოსკის წინაშე, რომელმაც არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი დაწერა ეკლესიის მამების და, ფაქტობრივად, მღვიძარე მამების მიხედვით [2].

გაგრძელება...

_______________
[1]  "Hagiorite Tome" - ბერძნ. Tομος (ლათ. Tomus) ნიშნავს "(წიგნის) ნაკვეთს" და იგი ძველ ქართულად ითარგმნებოდა, როგორც "ტომარი", "გრაგნილი" (პროფ. ედიშერ ჭელიძე).
[2] ბერძნ.: νῆψις, nepsis

არსებობს კი "პოსტპატრისტიკული" თეოლოგია?



ნავპაკტოსის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგია საწინასწარმეტყველო (prophetic), სამოციქულო, პატრისტიკული თეოლოგიაა და, ამიტომ, ვერ მიიღებს სხვა, ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა პოსტ-პროფეტიკული, პოსტ-სამოციქულო, პოსტ-პატრისტიკული და, რა თქმა უნდა, პოსტ-ორთოდოქსული. ჩვეულებრივ, ამგვარი ტერმინოლოგიით სხვადასხვა სეკულარული ტენდენციებია აღჭურვილი, როგორიცაა, მაგალითად, სხვაობა მოდერნულსა და პოსტ-მოდერნულ ეპოქებს შორის.

თავიანთი საქმიანობით ეკლესიის მამები მოციქულთა მემკვიდრენი არიან თეოლოგიაში, აქვთ რა ზიარი გამოცხადებითი გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეკლესიის მამებში გამოცხადებითი გამოცდილების შენარჩუნებისას სხვაობაა ერეტიკოსებსა და ქრისტიანთა წინამძღვრებს შორის, რომლებიც თავიანთი დროის ტერმინოლოგიას იყენებდნენ იმავე ტრადიციის გადმოსაცემად, რაც გააჩნდათ თვითონ, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. დოგმატური ტერმინოლოგია მსოფლიო კრებებით დაინერგა და  გახდა ტრადიციის ნაწილი.  ამდენად, ვერავითარი "ახალი მამა" ვერ შეძლებს გადაახტეს, გვერდი უაროს მას, ან უგულებელყოს ის. ამავე მიზეზით, არ შეგვიძლია პოსტ-პატრისტიკულ თეოლოგიაზე ვისაუბროთ. როცა მართლმადიდებლური თეოლოგიის თანამედროვე ტენდენციებთან გვაქვს საქმე, დაუშვებელია, რომ მას "პოს-პატრისტიკული" ვუწოდოთ, რადგან არანაირი ცვლილება არ არსებობს დოგმატებთან დაკავშირებით.

ე.წ. პოსტ-პატრისტიკული თეოლოგია ალექსი ხომიაკოვთანაა (1804-1860) დაკავშირებული, რომელსაც თავის დროზე დიდი როლი ჰქონდა რუსულ სასულიერო ლიტერატურაში. მასთან დაკავშირებით მოხლოდ ერთ აზრს მოვიყვანთ, რომ, თითქოს, მამები პირველ ათასწლეულში თავიანთი დროის მიხედვით საუბრობდნენ, მხოლოდ მაშინ ჰქონდათ მნიშვნელობა, მოგვიანებით კი სქოლასტიკური თეოლოგია (IX-XII სს.) მოდის და აღემატება პატრისტიკულ თეოლოგიას, შემდგომ კი, როგორც გამოდის, რუსულმა თეოლოგიამ აჯობა წინა ორს (პატრისტიკულს და სქოლასტიკურს). ხომიაკოვის შეცდომას ის იწვევს, რომ მართლმადიდებლობა მჭიდრო კავშირშია კულტურასთან. თუმცა, კულტურა მართლმადიდებლური თეოლოგიდან გამომდინარეობს, საკუთრივ თვითონ როდია კულტურა.

სამაგიეროდ, ალექსი ხომიაკოვის თეორიამ კრახი განიცადა პარიზის რუსული დიასპორის თეოლოგებთან, რის გამოც გვიწევს ახლა საუბარი "პოსტპატრისტიკულ" თეოლოგიაზე.  ხომიაკოვის მეგობარი, ასევე რუსი ფილოსოფოსი კირიევსკი ამბობს: "შეუძლებელია მამათა ფილოსოფიის განახლება იმავე სახით, რაც მათსავე დროში ჰქონდა მას. იგი იმ დროისა და კულტურის კითხვებს პასუხობს, რომელშიც გნვითარდა". მამა იოანე რომანიდისი წერს: "ხომიაკოვი ეთანხმება თავისი მეგობრის დაკვირვებას, რომ საჭიროა რუსულ-ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარება, რომელიც უკვე თანამედროვე საზოგადოების სოციალურ და რელიგიურ საკითხებს გამოეხმაურება".

მამა გიორგი ფლოროვსკი, მხედველობაში აქვს რა ხსენებული თეოლოგია, საუბრობს "მამათა დაბრუნებაზე", რაც "პატრისტიკული საფუძვლების, წყაროების დაბრუნებას" გულისხმობს, და ამ პერსპექტივით იგი აზროვნების ე.წ. ბერძნულ კატეგორიებს ახსენებს, რომელის უარყოფა დაუშვებელია. იგი წერდა: "ქრისტიანული ელინიზმისაგან განდგომა არა პროგრესი, არამედ რეგრესია და, ერთგვარი, ჩიხში მომწყვდევა, საიდანაც სხვა გამოსავალი აღარაა, თუ არა პატრისტიკული დანატოვარი". თუ მამა გიორგი ფლოროვსკის მიდგომას იმ პერსპექტივით არ შევხედავთ, რომ იგი არ იზიარებს რუსი ემიგრანტების აზრს, უსამართლოდაც მოვექცევით მას.

ამასვე აღიარებს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, რის გამოც მან ვოლოსის სასულიერო აკადემიაში ერთ-ერთ ცნობილ კონფერენციაზე შეხვედრისას განაცხადა, რომ ეკლესიის თეოლოგია არ უარყოფს თანამედროვე კულტურას, იგი წერს: "მომავალი დამოკიდებულია ავთენტურ "პატრისტიკულ" თეოლოგიაზე. არა ნეოპატრისტიკული და პოსტპატრისტიკული, არამედ - საეკლესიო (ecclesiastical) თეოლოგია, რომელიც  "აწმყოსა" და "მყოფადს" შორის ღვთის სასუფევლის ძალით ცოცხლობს".

მართლმადიდებლური თეოლოგია საეკლესიო თეოლოგიაა, ეს არის ხმა ეკლესიისა, მამები საუბრობდნენ და საუბრობენ ამ ენით. სწორედ ამიტომ არ შეიძლება, არსებობდეს "ნეოპატრისტიკული" ან "პოსტ-პატრისტიკული" თეოლოგია, რადგან მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება საწინასწარმეტყველოა, სამოციქულო, პატრისტიკული და, რაღა თქმა უნდა, საეკლესიო.

(ინგლისურიდან თარგმნა აკაკი ჯოხაძემ)

Monday, April 22, 2013

ნეტარი იერონიმე - ნაწყვეტი ჰომილიიდან მათეს სახარებაზე

[ქვემოწერილი ჰომილიის ნაწყვეტში მოთხრობილია ოთხი სახარების შესახებ, სხვა ე.წ ”სახარებების”, აპოკრიფების შესახებ, რატომ ოთხი სახარება და არა მეტი და სხვ.]





"მრავალნი არიან, რომელთაც დაწერეს სახარება, როგორც ლუკა მახარებელი მოწმობს, როცა ამბობს:" ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ - ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე - ქმნილთა ჩუენ შორის, ვითარცა - იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ - მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის " (ლკ. 1:4), და ლიტერატურული ძეგლები, რომელთაც ვიდრე დღევანდელ დღემდე გაძლეს. ძეგლებმა, რომლებიც სხვადასხვა ავტორების მიერ გამოქვეყნდა, წარმოშვეს (სათავე დაუდეს და განავითარეს) სხვადასხვა ერესები (გაუკუღმართებული, ცრუ სწავლა - მოძღვრებები. მთარგმ.) - მაგალითად, "სახარება ეგვიპტელთაგან", "თომასაგან", "მატათასა და ბართლომესაგან". არსებობს ასევე "სახარება თორმეტი მოციქულისა", "ბასილიდისა და აპელასი", და კიდევ სხვათა, რომელთაც სიმრავლის გამო ვერ ჩამოვთვლით. დღეისათვის საჭიროა მხოლოდ იმის თქმა, რომ ადამიანთა გარკვეულმა კრებულებმა, რომლებიც აღდგნენ გარეშე სულისა (იუდა 19) და გარეშე საღვთო მადლისა "ჴელ - ყვეს აღწერად მოთხრობისა", თუმცა არა ისტორიული სიმართლისა და ჭეშმარიტების გადმოსაცემად.

წინასწარმეტყველის შემდეგი გამონათქვამი, სამართლიანა შეიძლიება მიემართოს მათ: "ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ! .. მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, - იტყჳს უფალი, - და უფალმან არ მოავლინნა იგინი; (ეზეკ. 13:3,6). ასევე მაცხოვარი საუბრობს მათ მიმართ იოანესაგან სახარებაში: "ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი." (ინ. 10:8). [გავითვალისწინოთ, რომ უფალმა თქვა]: "რომელნი მოვიდეს", და არა "რომელნი წარმოიგზავნენ". რადგან თვითონ ამბობს: "ისინი მოვიდნენ, მაგრამ მე არ გამომიგზავნია იგინი". (იერემ. 14:14, 23:21), რადგან მათთან, რომლებიც მოდიან, ამპარტავნული (მედიდური) განზრახვა, თავდაჯერებულობაა, ხოლო იმათთან კი, რომლებიც წარმოიგზავნენ, მორჩილების სამსახური (მორჩილების მსახურება).

თუმცა ეკლესია, რომელიც უფლის სიტყვით კლდეზეა დაფუძნებული (მთ. 16:18), რომელიც მეუფემ მიიწვია თავის პალატაში (ქება ქებათა 1:3, 2:4) და რომელსაც გაწვდილი აქვს თავისი ხელი დაფარული წარმოშობის გასახსნელად (განკაცება - ქება. 5:4) , მსგავსია ქურციკისა და ირმის ნუკრისა (ქება. 2:9, 8:14); მას (ეკლესიას) აქვს ოთხი კუთხე და ბეჭედი, რომელთა მეშვეობითაც, როგორც აღთქმის კიდობანი და საუფლო რჯულის მცველი, ხის მაგარი ბოძებით მოგზაურობს და გადაჰყავს ტვირთი.

პირველ რიგშია მათე, გადასახადების ამკრეფი, რომელსაც ასევე ეწოდება ლევი (ლუკა 5:27), რომელმაც გამოაჩინა სახარება იუდეაში ებრაულ ენაზე, ძირითადად იმ ებრაელების გულისთვის, რომელთაც ირწმუნეს იესო და არავითარ შემთხვევაში აღარ უმზერდნენ აჩრდილს რჯულისას, რადგან იგი სახარების სამართლემ აღასრულა.

მარკოზი მეორეა, პეტრე მოციქულის, ალექსანდრიის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსის ნაუბარის გადმომცემი, რომელსაც თვითონ მართლაც არ ეხილა უფალი და მაცხოვარი, არამედ მან მოგვითხრო ის, რაც მოისმინა თავისი მასწავლებლის ქადაგებიდან. იგი, უპირატესად, მოგვითხრობს მოვლენათა უტყუარობის, სანდოობის შესაბამისად, ვიდრე მათ თანმიმდევრობით.

მესამეა ლუკა, ექიმი, შობით ასირიელი (ასურელი) ანტიოქიიდან, რომლის ქებაც მის სახარებაშია (იხ. 2 კორ. 8:18, კოლ. 4:14), რომელიც ასევე მოწაფე იყო პავლე მოციქულისა. მან შექმნა თავისი წიგნი აქაიასა და ბიოტიას (მაშინდელი ცენტრალური საბერძნეთი. ა. ჯ.) მხარეში, მეტად სიღრმისეულად, კვალდაკვალ მიჰყვა მოვლენებს, და თვითონაც აღიარებს წინასიტყვაობაში (ლკ. 1:1-4).

ბოლოს კი მოციქული და მახარებელი იოანეა, რომელიც ძალიან უყვარდა იესოს. უფლის მკერდს მიყრდნობილმა, შესვა წყალი სარწმუნოების მოძღვრების უწმიდესი წყაროსაგან. მხოლოდ მან დაიმსახურა ჯვრიდან სიტყვების მოსმენა: "აჰა დედა შენი. (ინ. 19:27). როდესაც იგი აზიაში იყო, მაშინაც კი ერეტიკოსთა თესლი უკვე აღმოცენებული იყო, კერინთუსის (ასურელი გნოსტიკოსი), ებიონის და სხვათა, რომლებიც უარყოფდნენ, რომ ქრისტე მოვიდა ხორციელად (1 ინ. 4:2-3). თვითონ იოანე, თავის ეპისტოლეში (2 ინ. 7), ანტიქრისტეებს უწოდებს მათ და მოციქული პავლე კი ხშირად ურტყამს და ამარცხებს მათ (რომ. 1:3, 2 კორ. 5:16). იმ დროს იოანე იძულებული შეიქნა, აზიის თითქმის ყველა პისკოპოსისა და მრავალი ეკლესიის წარმომადგენლებისაგან, რომ დაეწერა უფრო სიღრმისეულად მაცხოვრის ღვთაებრივობასთან დაკავშირებით. ეკლესიის ისტორიული ტრადიციის წყარო ასეთია, როდესაც იგი იძულებული იქნა ძმათაგან, დაეწერა სახარება, მან უპასუხა, რომ ასე გააკეთებდა თუ საყოველთაო მარხვა გამოცხადდებოდა და ყველა შეუდგებოდა უფლისადმი ლოცვას. როცა ეს განხორციელდა და იგი უხვად აღივსო ზეშთაგონებითა და გამოცხადებით, გადმოღვარა მეოთხე, რაცაა ზეციდან გამოგზავნილი პროლოგი: "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა "(ინ. 1).

ეზეკიელის წიგნი ადასტურებს, რომ ეს ოთხი სახარება გაცილებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, ასეა აღწერილი პირველ ხილვაში: "საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ .. და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ "(ეზეკ. 1). პირველი სახე ადამიანისა ნიშნავს მათეს, რომელიც სახარებაზე თხრობას იწყებს, როგორც კაცზე: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისა". მეორე სახე ნიშნავს მარკოზს, რომლის, როგორც ლომისა, ძლიერი ხმა უდაბნოში ისმი: "ხმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი". მესამე არის ზვარაკის სახე, რომელიც წინაგამოსახავს ლუკა მახარებლის დაწყებას, მოგვითხრობს რა იგი დასაწყისშივე ზაქარია მღვდლის შესახებ. მეოთხე სახე ნიშნავს იოანე მახარებელს, რომელმაც აღმართა არწივისებრი ფრთები (ის. 40:31) და მისწრაფებით აღფრინდა მაღალ ზაგნებზე, განიხილავს რა სიტყვას ღვთისას. სხვაც, რაც ამას მოჰყვება (ეზეკიელის ხილვაში) ხელს გვიწყობს: "ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით .. საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას .. ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე .. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან ... და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული "(ეზეკ. 1).

ასევე გვიხსნის იოანეს გამოცხადების სიტყვებიც. ოცდაოთხი უხუცესის აღწერის შემდეგ, რომლებიც თაყვანს - სცემდნენ ღვთის კრავს, ეპყრათ რა ქნარები, იგი წარმოგვიდგენს ელვარებას და გრგვინვას, შვიდ მოძრავ სულს, მინის ზღვას და ოთხ ცოცხალ არსებას, სავსეებს თვალებით (გამოცხ. 4:7). შემდეგ ამბობს: "პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი". და ცოტა მოგვიანებით ამბობს: "შიგნიდან თვლებით სავსენი იყვნენ. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა ".

ამ ყველაფრით პირდაპირ, აშკარადაა ნაჩვენები, რომ მხოლოდ ოთხი სახარება უნდა იქნას მიღებული და აპოკრიფების მთელ გლოვა ერეტიკოსების მიერაა ნაჭიკჭიკები, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდარნი არიან ეკლესიის ცოცხალი წევრებისაგან განსხვავებით (იუდა 12; იაკობ 2:17, 26) ".



ქრისტე - უნივერსალური ადამიანი

გეორგიოს მანძარიდისი
თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის პროფესორი


ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი და უნივერსალური ადამიანი, ყოველივეს საზომია ყველა ადამიანისთვის.  იგი მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი, ზედროული და მარადიული საზომია. იგია ჭეშმარიტი საზომი, რომლის მიერაც შეგვიძლია განვსაზღვროთ და გავიაზროთ საკუთარი სულიერი მიზნები და ამოცანები. ადამიანის უნივერსალურობა მისი კათოლიკურობის გამოხატულებაა, რაც არის კიდეც მისი სტატუსი, როგორც ჭეშმარიტი ყოფიერების, ქრისტეს ხატისა.  დღეს კი, ამის საპირისპიროდ, უნივერსალურობა გლობალური გაერთიანების იმ დამანგრეველი პროცესის თანამდევად აღიქმება, რომელიც ადამიანის პიროვნულობას სპობს  და მის თავისუფლებას ზღუდავს. 


გლობალიზაციის დაჩქარებული კურსის მდინარებისას ყურადღება ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრეს, არსებით ნიშანზე მახვილდება: მის უნივერსალურობაზე. ქრისტეს უნივერსალურობა იკვეთება არა იმიტომ, რომ იგი გლობალიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული, არამედ იმტომ, რომ იმ იმედგაცრუების ანტიდოტია, წამალია, რასაც თვით გლობალიზაცია წარმოშობს, საბოლოოდ.

უნივერსალურობა და გლობალიზაცია ორი, ფორმალურად დაკავშირებული ტერმინია, მაგრამ, არსებითად, სინამდვილეში დიამეტრიულიად საპირისპირო მნიშვნელობები აქვთ. პირველი ფიზიკურ ერთიანობასა და პიროვნულ სისრულეს აღნიშნავს, როცა უკანასკნელი - რეპრესიულ გაერთიანებას, სტანდარტიზაციას გულისხმობს. უნივერსალურობა ინდივიდუალურ იდენტურობას ეფუძნება და სამართლანადაც აქვს ის აღიარება, რასაც იმსახურებს კიდეც, ხოლო გლობალიზაცია - შლის, სპობს ინდივიდუალურ იდენტურობას და ცალკეულ ინდივიდებს, პიროვნებებს უფორმო მასად აქცევს.

როცა ვამბობთ, რომ ქრისტე უნივერსალური ფიგურაა, ვგულისხმობთ იმას, რომ იგი თვითონ ფლობს მთელ მსოფლიოს. ქრისტე მთელ ადამიანურ ბუნებას მოიცავს, მისი მთელი ბუნებითი მახასიათებლებითა და თვისებებით. ეს ჭეშმარიტება განსაკუთრებითაა აღნიშნული და ხაზგასმული ეკლესიის დოქტრინალურ სწავლებებში.

თანამედროვე სეკულარიზებული ადამიანი და, ალბათ, ქრისტიანთა საშუალო რაოდენობა, იმ დოქტრინებზე კამათობს და დავობს, რომლებიც ქრისტეს ადამიანურ ბუნებას უკავშირდება, რამდენად გადაჭარბებულად და უნცაურადაც არ უნდა ჩანდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ქრისტეს ჰქონდა სრულყოფილი ადამიანური ბუნება თუ არა? საკმარისია თუ არა, რომ იგი არის ღმერთკაცი (თეანთროპი), რომელიც ქვექნიერების გადასარჩენად მოვიდა? 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივი როდია.  მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის სრული შესწავლა ამ მოკლე სტატიაში შეუძლებელია, ვეცდები უნივერსალურობის პერსპექტივით მივუდგე მას და მივუახლოვდე.

თუ ქრისტეს არ აქვს სრულყოფილი ადამიანური ბუნება, როგორც სხვადასხვა ერეტიკოსები ამტკიცებდნენ ხოლმე, თუ მას არ გააჩნია ადამიანური სული, ადამიანური გონება-ცნობიერება, ადამიანური ენერგია და ადამიანური ნებელობა, როგორც თავისი ჰიპოსტასის ნაწილი, მაშინ იგი ნამდვილი ადამიანი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ვერც უნივერსალური ადამიანი.

ძველ ბერძნულ სამყაროში ადამიანს მიკროკოსმოსად აღიქვამდნენ. ქრისტიანობაში, როგორც არ უნდა იყოს, მას გაცილებით მაღალი სტატუსი აქვს მინიჭებული. ადამიანს ხედავდნენ, როგორც "დიდ კოსმოსს მცირეში"[1]. ქრისტეში ეს ადამიანური დიდება გამოცხადდა, ისევე, როგორც ჭეშმარიტება და ინდივიდუალურობის დიდებულება ვლინდება ქრისტეში.

ქრისტეს პიროვნებაში მთელი ქმნილება იყრის თავს და ახლდება. როგორც "ახალმა ადამმა", ქრისტემ საკუთარ თავზე იტვირთა "ყველა თაობის ადამი" (მთელი კაცობრიობა).  თუმცა მას არ გაუმიჯნავს საკუთარი თავი მისგან: უსასრულო სიყვარულიდან გამომდინარე, იგი იტანჯა ადამიანისთვის, შესწირა თავი მისთვის და, იძულებითი სიკვდილით, იგი სიცოცხლეში შევიდა. ის არ გარიდებია სიკვდილს, არამედ დაამარცხა იგი თავისი ღვთაებრივობით ისე, რომ ადამიანს შესძლებოდა მის აღდგომასთან ზიარება.

ამ გზით, ქრისტემ ადამიანური არსებობის ყველა ეტაპი გაიარა. ცხოვრობდა, მოკვდა და ჩავიდა ჯოჯოხეთში, შეხვდა ადამის ყველა შთამომავალს.  ქრისტეს აღდგომა იყო არა უბრალოდ ინდივიდუალური მოვლენა, არამედ ადამიანური ბუნების აღდგომა, როგორც მთლიანობისა. ცნობილია, მართლმადიდებლურ ტრადიციაში ქრისტეს აღდგომა ხატებზე ჯოჯოხეთის წყვდიადითა და იესოს მიერ ადამისა და ევას აღდგინების სცენით გამოისახება. და ხატის წარწერა არის არა "აღდგომა ქრისტესი", არამედ მხოლოდ "აღდგომა", სხვა სიტყვებით, აღდგომა ყველა ადამიანისა, მთელი ადამიანურობისა.

ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანის ხსნაზე, მაგრამ ყოველთვის ნათელი როდია მისი მნიშვნელობა. ადამიანის ხსნა და გადარჩენა, ფაქტობრივად, მისი მთლიანობის, ერთიანობის აღდგენას ნიშნავს.  და ეს აღდგენა ორ დონეზე ხდება: ინდივიდუალური პიროვნებისა და ადამიანური ბუნების დონეზე. თუ ადამიანის მთლიანობა არ აღდგება ადამიანური ბუნების ერთიანობის დონეზე, მისი მთლიანობის აღდგენა, როგორც პიროვნებისა ვერ მოხდება.  ქრისტე იმიტომაა ადამიანის მხსნელი, რომ მან გამოისყიდა ადამიანური ბუნება, თუ მას, რა თქმა უნდა, თავის ღვთაებრივ ჰიპოსტასში აღვიქვამთ. იგი თვითონ გახდა უნივერსალური ფიგურა და ყველა ადამიანს უბოძა საშუალება, გაიზიაროს მისი უნივერსალურობა. თუმცა, ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში არასოდეს მოქმედებს ცალმხრივად. ადამიანის გადარჩენა, როგორც პიროვნებისა, ადამიანისაგანვე საკუთარი სურვილით თანამშრომლობას მოითხოვს. თავისი ისტორიული არსებობით, ქრისტე არ მიჯნავს საკუთარ თავს დროსა და სივრცისგან, არამედ კვლავ რჩება სამყაროში და მის მორწმუნეთა ეკლესიაში. ეკლესია კი, რომელიც მისი სხეულია, კათოლიკურია და უნივერსალური. იგი მთელ კაცობრიობას მოიცავს.


ეკლესიის ყველა წევრს, როგორც ქრისტეს სხეულის წევრს, შეუძლია ქრისტეში ახალ ადამიანად გარდაიქმნას. საღვთო მადლის საშუალებით, იგი მოხმობილია, შეუდგეს ქრისტეს და იტვირთოს მთელი კაცობრიობის პასუხისმგებლობა თავის ჰიპოსტასში, თავის პიროვნებაში. როგორც წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი აღნიშნავს, "ჩვენ, მორწმუნეთ, გვმართებს, ყველა ადამიანს ისე ვუხმობდეთ, როგორც ერთს, და ვიაზრებდეთ იმას, რომ თითოეულ მათგანში ბინადრობს ქრისტე"[2].

თანამედროვე ასკეტებიც ამასვე ამბობენ: "გაჰყვე ქრისტეს, ნიშნავს, გახსნა საკუთარი თავი თვით ქრისტეს სინდისით, რომელიც, საკუთრივ, მთელ კაცობრიობას ტვირთულობს, რადგან ისაა მთლიანი ხე თითოეული, კონკრეტული ფოთოლით. თუ ჩვენ ამ სინდისს შევიძენთ, ყველა ადამიანისთვის ვილოცებთ ისე, როგორც ჩვენთვის ვლოცულობთ" [3]. და ეს ლოცვა იქცევა უნივერსალურობის საშუალებად.

ყოფიერების ჭეშმარიტება ინდივიდუალურობაში მდგომარეობს და არა რაღაც უპიროვნო თუ პიროვნებას გაცდენილ პრინციპში. ინდივიდუალური და პიროვნებათშორისი  ურთიერთობებისგან გამოყოფილი, ყოველივე უმყოფობისკენ მიედინება და "ჭეშმარიტ არარსებობაში"[4] იძირება . ადამიანის კათოლიკურობა, ისევე როგორც მისი გარეგანი გამოხატულება, - უნივერსალურობა, - არსებითად თვისებობს ქრისტეს პიროვნებაში, რომელიც არსებობის სისრულის მფლობელია. როგორც ქრისტეს პიროვნებაშია არსების სრულყოფილება, ასევე ყველა ადამიანშიც, ვინც ქრისტეს ხატია, მადლითა და ღვთაებრივი ანარეკლის მეშვეობით, არსებობს უნივერსალურობა.


უნივერსალურობის მიზანი, როგორც ადამიანის კათოლიკურობისა და  სრულყოფილების შედეგი, არსებითი ქრისტოლოგიური განზრახვაა. ასე ვთქვათ, თვით ქრისტეს დაპირებაა. და მხოლოდ ესაა ჩვენთვის ბუნებრივი, რადგან ქრისტე ადამიანის წინასახეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ადამიანური ბუნება თავისი აგებულებით ქრისტეს უკავშირდება. ამდენად, ბუნებრივია, რომ უნდა ეძებდეს კიდეც მას. ადამიანის გონება, ნება და მეხსიერება  თავისი ღირსების სრულ საზომს ქრისტეში აღწევს. ქრისტე, - აღნიშნავს წმ. ნიკოლოზ კაბასილა, - პირველი და ერთადერთი გამოვლინება იყო ჭეშმარიტი და სრულყოფილი ადამიანისა, როგორც თავისი ხასიათით, სულითა და ცხოვრებით, ისევე ყველაფრით [5].

ასეთი ქრისტოლოგიური მიზნები არა მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როცა ადამიანი ქრისტეს პოულობს, არამედ მაშინაც, როცა ვერ პოულობს მას.  ქრისტოლოგიური მიზანი შეიძლება ვერ განხორციელდეს როგორც სიბრძნის ძიებაში,  ისე ბედნიერების, თავისუფლების, სიყვარულის ძიებაში, უნივერსალურობის, უკვდავების ან რაიმე სხვა სახის ძიებაში, რაც კი ადამიანს უნდა და მოსწონს.  თუკი თავს არ დაიზიანებენ გულის გატეხვითა და რწმენის დაკარგვით, მათი ყოველგვარი მიზანი ქრისტეს საზომით გამოიცდება. ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი და უნივერსალური ადამიანი, ყოველივეს საზომია ყველა ადამიანისათვის. იგია უკანასკნელი საზომი, მთელი მსოფლიოსათვის უნივერსალური და მუდმივი. იგია ჭეშმარიტი საზომი, რომლითაც უნდა განვსაზღვროთ, განვიხილოთ ჩვენი სულიერი მიზნები, ამოცანები. მიზანი, რაც ძლიერ დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანისათვის და ამავდროულად საფრთხესაც უქმნის მას, არის მიზანი უნივერსალურობისა. დღეს საერთო საჭიროებები, საერთო საფრთხეები და იმედები უფრო მეტი ძალით ახლოებს ადამიანებს ერთმანეთთად, ვიდრე წარსულის სხვა რომელიმე დროში.  ეს ფენომენი მსოფლიოსა და გლობალიზაციის პროცესის ძლიერი ზეწოლის ქვეშ განაგრძობს არსებობას. თუმცა, იგივე ფენომენი, ქრისტეს საზომით გაზომილი, მოუწოდებს ადამიანებს, იცხოვრონ და ხელიც შეუწყონ უნივერსალურობის ამ გამომსყიდველ, მხსნელ სახეს და კიდევ უფრო გააძლიერონ იგი.

პრობლმა მუდმივად დგას ადამიანის წინაშე, თუ როგორ მიაღწიოს ინდივიდუალურობას და შეანარჩუნოს იგი მშვიდობიანობასა და ერთიან მსოფლიოში: როგორ მოუმზადოს სამყოფელი ყველა ადამიანს თავიანთ გულში და როგორ ხარობდნენ ისინი სხვებთან ერთად. ქრისტე აცხადებს პრობლემის გადაჭრის ხერხს. თუმცა, ჩვეულებად იქცა, ადამიანივე ქმნის ცხოვრების არეულობას და კარგავს კიდეც მას, რადგან არ ახდენს იმ ძალის რეალიზებას, რომელიც დამალულია თვით მასში.


_____________________________________
1 გრიგოლ პალამა, ჰომილია 53: 35 ( Tou en agiois patros hymon Gregoriou archiepiskopou tis Thessalonikis Palama)
2. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (Chapitres théologiques, gnostiques et pratiques)
3. არქიმანდრიტი სოფრონი, სულსა და სიცოცხლეზე.
4. იგივე არქიმანდრიტი სოფრონი, სულსა და სიცოცხლეზე.
5. ცხოვრება ქრისტეში, თავი VI, PG 150, 680C.