სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!


სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!

Sunday, April 21, 2013

მ. იოანე რომანიდისის კომენტარი ბიბლიის "უცდომელობაზე"


სამწუხაროა, რომ ბევრი მართლმადიდებელი (სასულიერო პირებიც), დასავლეთის პროტესტანტული შეხედულებების გავლენით ბიბლიის "ღვთივშთაგონებულობას"  მცდარად და აბნეულად წარმოაჩენს "უცდომელობის" სტატუსით.

ამიტომ, ვნახოთ რას ამბობს საბერძნეთის ეკლესიის (რომელსაც ასე ხშირად ვაქებთ და ვადიდებთ, ვეთაყვანებით და სამაგალითოდ გვიცვნია. ა.ჯ.) პროტოპრესვიტერი, დოგმატური ღვთისმეტყველების პროფესორი იოანე რომანიდისი ამ საკითხზე, რასაც მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) იხსენებს თავის წიგნში ("ღვთის გამოცხადება", გვ. 62):


    რა თქმა უნდა, როცა ვამბობთ, რომ წმინდანი ღვთივშთაგონებული და მართალი ხდება, არ ვგულისხმობთ იმას, რომ უცდომელობას მიაღწია ყველა საკითხთან მიმართებაში, იქნება ეს მეცნიერებები თუ სხვა...  არაა გამორიცხული, რომ, როდესაც ეშმაკის "თავდასხმას განიცდის" იგი გარკვეულწილად სისუსტეს წარმოაჩენს, თუმცა დოგმატურ საკითხებში ის ორივეა, უცდომელიცა და ღვთივშთაგონებულიც, რადგან იგი სულიწმინდისაგან ღებულობს ტრადიციას.  
  "ის, ვინც საკუთარ თავს სულიერი თუ საღვთისმეტყვლო ცდომილებებისაგან იცავს და ივსება საღვთო მადლით, არის რა ღვთივშთაგონებული, არ ნიშნავს იმას, რომ მან შეუმცდარი ცოდნა შეიძინა ქმნილ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით და მისი ყოველი სამეცნიერო დეტალი უწყის; ის უცდომელია, მხოლოდ როცა ცოდნა შეუქმნელ ჭეშმარიტებასთანაა დაკავშირებული და შეერთებული  (მასზე დამოკიდებულიც), რაც, სწორედ, არის კიდეც ქრისტეს დიდებული ადამიანური ბუნება (ქმნილ და უქმნელ ჭეშმარიტებათა შეერთება. ა.ჯ.), რომელშიც ცხოვრობს წმინდანი და ზეიმობს კიდეც ამავდროულად.
   ვინც ამგვარად აღმოჩნდა განმღრთობილი და ღვთივშთაგონებული ("თეორია" = ჭვრეტა ღმერთისა), უცდომელი ფილოსოფოსი და მეცნიერი როდი გამხდარა, არამედ შეუმცდარი ღვთისმეტყველი, "თეოლოგი" (ის, ვინც საუბრობს ღმერთზე). მას შეუძლია ისაუბროს ღმერთზე უცდომელად, მაგრამ სამყაროს სტრუქტურასა და საიდუმლოებას შეუმცდარად ვერ წარმოაჩენს. ის კარგად იცნობს ყველა ქმნილების მიზეზებს, მაგრამ არა სკუთრივ ქმნილებათა შემადგენლობას,  არსსა და სტრუქტურას.

 გვმართებს, ამ კონტექსტში გავიგოთ წმინდანების, მოციქულებისა და წინასწარმეტყველების ღვთივშთაგონებულობის სატუტსი - ამგვარადვე წმინდა ბიბლიისა და კრებებისა (მსოფლიო, ადგილობრივი) - ისევე, როგორც მათი შეუმცდარი ელემენტები".

(Fr. John Romanides: A critical view of the applications of theology, გვ 434).



No comments:

Post a Comment