- რაც შეეხება სულიერ ცხოვრებას, ამისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უბიწოების, სიწმინდის და სიფხიზლის დამარხვა, დაცვა და შენარჩუნება, რათა ჩვენმა გონებამ შეძლოს ღმერთთან მუდმივად ყოფნა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დამარხვა მისი მცნებებისა, რომლის მეშვეობითაც უფალი ჩვენი, იესუ ქრისტე, განცხადებულად მყოფობს. როცა ჩვენ მის მცნებებს ვიმარხავთ, ცოდვა გარე განვარდება და ნაცვლად დაბრუნდება ჩვენი წყურვილი ღმრთის მიმართ. როცა ადამიანს სწყურია ღმერთი, ის მუდმივად მცდელობაშია მცნებების დაცვისა და ლოცვისათვის. მისი გონება განათლებულია ღმრთისადმი ვედრებით, ღმრთის სათნო ლოცვით; იწყებს თავისი ცოდვიანობის დანახვას. ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას, გონება არ დაეცემა სასოწარკვეთილებაში და არ დაკარგავს მხნეობას, არამედ დაიწყებს სინანულს და აღმოფხვრის, ამოძრიკვავს ცოდვას. სინანული ისეთი მწუხარებაა, რომელიც არა მელანქოლია, არამედ ბედნიერი, მხიარული მწუხარებაა. შემდეგ ადამიანი იწყებს ტირილს. ეს ცრემლები არის საჩუარი სულიწმიდისა. როდესაც ვინმე ასეთი ცრემლეულია, ის თავს არიდებს ცოდვების ჩადენას საქმით და შემდეგ სიტყვებითა და აზრებით. ჭვრეტის მიერ მისი გონება უბრუნდება ღმერთს. ის არა მხოლოდ თავის ცოდვილ ცხოვრებას ხედავს, არამედ ასევე ნათლად ხედავს ღმრთაებრივი განგების მოქმედებას. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი მიემართება საწყისი სიმაღლის რწმენიდან, ცხადი და ნათელი სიმაღლის რწმენისაკენ. ამ გზაზე ყველა, ვინც ამ გზას მიყვება, შეიგრძნობს აღსრულებას ქრისტეს აღთქმებისა.
No comments:
Post a Comment