ადამიანი "შესაქმის" შემეცნებას ანტიკური აზროვნების მსგავსად ცდილობს, როგორც ეს მრავალ რელიგიურ და ფილოსოფიურ სწავლებებში გამოიხატება. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა სამყაროს შექმნაზე სამი სახის ახსნა-განმარტება შემოგვთავაზეს:
- არისტოტელეს სკოლის მიმდევარნი სამყაროს შექმნის მიზეზს მიაკუთვნებენ ღმერთს, "რომელიც იყო პირველი მამოძრავებელი ძალა, უმოძრაო".
- სტოიკოსები და ეპიკურელები მხარს უჭერენ იმ აზრს, რომ სამყარო თვით-არსებადია, ავტონომიური და მარადიული (ე.ი არავიზე და არაფერზე არ არის დამოკიდებულია).
- პითაგორელები ამტკიცებდნენ, რომ ფიზიკური ელემენტები და კანონები ღმრთაებრივნი არიან.
No comments:
Post a Comment