მაგალითად, ნათქვამია, რომ მუდმივად იზრდება საშუალო სიდიდე დედამიწის ტემპერატურისა, რაც იწყვევს ყინულის დნობას პოლუსებში. თუ პოლარული ყინული დადნება ოკეანეების საშუალო დონე აიმაღლებს 70 მეტრით და ტერიტორიები, რომლებზეც დასახლებულია დედამიწის მოსახლეობის მეოთხედი ჩაიძირება წყალში. სავარაუდოდ, ყოველწლიურად 24 მილიარდი ტონა ნიადაგისა იკარგება ყველა კონტინენტიდან. ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული მოცულობა ნიადაგისა დაიკარგა, რომელიც მთელი შეერთებული შტატების სამეურნეო მიწებს უტოლდება. შეერთებული შტატების განვითარების პროგრამის (UNDP) მონაცემებით, გაუდაბნოების ზარალი წელიწადში 40 მილიარდი დოლარია. თითქმის მთელი წიაღისეული წყლები ევროპაში უკვე დაბინძურდა ადამიანისათვის მავნე ნივთიერებებით და სასმელად უვარგისი გახდა. ეს არის პირდაპირი შედეგი მიწების ზედმეტად განოყიერებისა ინტენსიური სამეურნეო სამუშაოებისა. გენეტიკის სფეროში მიმდინარე “წარმატებები”, რომელიც შეიძლება კულმინაცირდეს ადამიანის კლონირებით, გამოიწვევს საზარელ / საშინელ მორალურ და სოციალურ შედეგებს. ბირთვული ნარჩენები იზრდება იმდენად, რომ მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა შვიდასი ათასი ტონა ურანი გამოლია, რომელის შენახვაც ძალზედ ძვირია და ამიტომ მისით ბომბების შექმნა დაიწყეს. თუმცა, ამ საკითხებზე ვრცლად საუბარი მეცნიერებს ეხებათ. კაცობრიობას, მთელი ისტორიის მანძილზე, გამოცდილი აქვს ეკოლოგიური კადასტროფები, რომლებიც აღწერილნი არიან წმინდა წერილში. აღსანიშნავია, ჩვნი ყურადღება შევაჩეროთ ამ კატასტროფების მიზეზებზე და არა მათ ისტორიულ შედეგებზე. წმინდა წერილის, ღმრთის მიერ შთაგონებულ მუხლებში, უდიდესი მოვლენა - ღმრთის სიტყვის განკაცება და ზოგადად ეკლესიის მამები მიმართულნი არიან (კატასტროფათა) სხვადასხვა არსებული მიზეზებისაკენ, მათი მნიშვნელობისაკენ და არა მათი მდგომარეობისა თუ განვითარებისკენ; ისინი საუბრობენ ყოფიერებათა გამოწვევებზე და არა მათ არსზე. ეს უკანასკნელი კი რაღაც არაარსებითი მნიშვნელობისაა წმიდა წერილისა და პატრისტიკული ტრადიციისათვის, მაგრამ არა მეცნიერებისათვის, რომელიც მას, როგორც მთავარ საგანს ისე ეპყრობა. სამეცნიერო მეთოდი, ეყრდნობა ადამიანის გონივრულ უნარებს, ხელს უწყობს ნივთიერებათა მატერიალური ცნობიერების განვითარებას. ღმრთისმეტყველება, თუმცა ეყრდნობა წმიდათა გამოცდილებას და მეტადრე ღმრთის შემეცნებას მხოლოდ გონების მეშვეობით, - როგორც პატრისტიკული წერილებით განათლებული - წინაუძღვის კაცს და მიმართავს მას, რათა განიცადოს ერთადერთი, დაუსაბამო, მხოლოო შეუქმნელი და დაუბადებელი. ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც აღწერილია წმინდა წერილში, არის მამამთავარ ნოეს დროინდელი წარღვნა; ეს მოხდა იმის გამო, რომ "განმრავლდეს უსჯულოებანი და ბოროტებანი და კაცთანი ქუეყანასა ზედა და ყოველი გონებდენ გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (დაბადება 6. 5). ადამიანი ღმრთის წინააღმდეგ წავიდა (ე.ი ღმრთის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა), წინააღმდეგ მისი მაცხოვრებლისა, სულიერი არსებობისა და სიცოცხის მიმნიჭებელისა. სიბოროტის გაბატონების გამო (რომელიც ადამიანის თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენების შედეგი იყო) იმ დროს, უფალმა (კაცთა იძულებით) თქვა: "არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც" (დაბადება 6. 3). "ჴორცში" იგულისხმება "ადამიანის ავხორცული დამოკიდებულება, მისი პიუტყვულ-მხეცური, უმსგავსო (შდრ. - ადამიანი ღმრთის მსგავსად და ხატად შეიქმნა) და ვნებებით სავსე ცხოვრება". ამდენად, წარღვნა არ მოვლენილა, როგორც უფლის სასჯელი, არამედ გამოწვეულ იქნა ყოველმხრივი და ყოვლისმომცველი აჯანყებით და წინააღმდგომობით კაცობრიობისა. ასეთივე მდგომარეობაა სოდომისა და გომორის შემთხვევაშიც. ღმრთისა და აბრაამის საუბარში, განცხადებულია ის, რომ ამ ქალაებში მცხოვრებ ადამიანთაგან ათი მართალიც კი არ აღმოჩნდა, რომელთა გამოც შესაძლებელი იქნებოდა მათი განადგურების თავიდან აცილება, შეწყვეტა (დაბადება 18. 20-23). მსგავსად ნინევიის შემთხვევისა, როდესაც ხალხმა შეინანა და გაუქმდა კიდევაც ქალაქის განადგურება (იონა 3. 10). ასეა, ადამიანთა კეთილი განზრახვა უერთდება ღმრთის ნებას, რაც თავისთავად ჰპოვებს ისტორიაში თავის გამოხატულებას. უფალი არ არის მსაჯული, კრიტიკოსი. ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ უფალს იურიდიული მოსამართლის ჭრილში. ძველ აღთქმაში მრავალი ადგილი უკავშირდება საუკუნეთა აღსასრულს, აღწერილია ნიშნები ამ დროისა სხვადასხვა წმ. წინასწარმეტყველთა: ამოსის, იოელის, ნაუმის, იერემიას, ეზეკიელის და დანიელის მიერ. თუმცა, უფალი იესუ, კაცობრიობის მაცხოვარი (გამომხსნელი), იძლევა აღწერას იმ ჭირთა, განსაცდელთა და მოოხრების შესახებ, რომელნიც წინ უძღვიან საუკუნეთა აღსასრულს. ეს გადმოცემული აქვს წმინდა მახარებლებს: მათეს, მარკოზსა და ლუკას, უფლის მოწაფეებს. აგრეთვე წმ. პეტრე და პავლე, მოციქულთა თავნი, გვაუწყებენ საყურადღებოდ და სარწმუნოდ იმ გარემოს მდგომარეობისა და ვითარებაზე, რომელიც მოჭარბებული და გაბატონებული იქნება უკანასკნელ ჟამს და ქრისტეს მეორედ მოსვლისას. თუკი ჩავხედავთ (რათქმაუნდა აუცილებლად მსოფლიო წმიდა ეკლესიის წმ. მამათა მიერ გადმოცემული სწორი ხედვით) წმ. წერილის ზემოხსენებულ ადგილებს, ძველისა და ახალი აღთქმისა, გვამცნობს, რომ იმ დღეებში იქნება საყოველთაო განდგომილება (აპოსტასია), მსგავსი და ამავდროულად მასზე უმეტესი, როგორიც ნოეს დროს იყო, რის შემდეგაც მცირე ხნით გამეფდება "ძე წარწყმედისა", ანტე (ანტიქრისტე). უკანასკნელი წიგნი ახალი აღთქმისა, გამოცხადება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოვანესი, აღწერს მოვლენებს, რომელნიც უკანასკნელ ჟამს უნდა აღსრულდეს. თუმცა, რადგანაც ეს წინასწარმეტყველური წიგნია, გადმოცემულ ტექსტში არსებული უდიდესი სიმბოლურ-სახისმეტყველებითი სიღრმის გამო ბუნდოვანია (ჩვენი უძლურებისა გამო) და მისი განმარტება, ამოხსნა რთულია და ჭირს, ამიტომ იგი დაბეჭდილია "შვიდი ბეჭდით" (გამოცხადება 5. 1). მხოლოდ ის, ვისაც თავად გააჩნია საღმრთო, წინასწარმეტყველური, მადლი შეძლებს და მოახერხებს ამ წინასწარმეტყველებათა გაგება - შემეცნებას; ამიტომ, ერთადერთი ჭეშმარიტი და სარწმუნო ახსნა-განმარტება "გამოცხადებისა" ჩვენი ეკლესიის წმ. მამებმა გადმოგვცეს. ჩვენ ახლა აქ არ დავიწყებთ "გამოცხადების" განმარტების გადმოცემას; არც რომელიმე აღნიშნულ, კონკრეტულ მოვლენას შევეხებით, აღსრულდა თუ არა, არც მათი აღსრულების დროს განვსაზღვრავთ, რადგან ღმრთისმეტყველებისათვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, რამეთუ ეს არ უკავშირდება, არ ეხება ჩვენი სულის გადარჩენას, ცხონებას. თავისი შინაარსის გამო ეს წმინდა წიგნი დიდი ინტერესით იზიდავდა განხილვისა და გამოვკლევისათვის, როგორც ერთგულ მართლმორწმუნეთ ისე წარმართებსაც. ახლა კი ჩვენ შევჩერდეთ "გამოცხადების" მთავარ პიროვნებაზე, ქრისტეზე, "ანისა და ჰოეზე (ალფა და ომეგა)" (გამოცხ. 22. 11) და მთავარ მოვლენაზე, ღმრთის სასუფევლის დაარსებაზე, ესე იგი აღდგენა-განახლებაზე, რომლის დროსაც შეიქმენაბა "ახალი ცა და ახალი ქვეყანა" (გამოცხ. 21. 1). მომავალი ეკოლოგიური კატასტროფები მოხდება არა იმიტომ, რომ ღმერთს ტანჯვა ან ტკივილი სურს (რაც მკრეხელური აზრია), არამედ იმიტომ, რომ ადამიანი ბოროტად იყენებს თავისუფლებას. კაცთა მოდგმა სრულიად უგუნური გახდება და აქვეა საზოგადო, დიდი, საყოველთაო განდგომილებაც. მიზეზი ასეთი უგუნურებისა, ნაწილოფრივ დღესაც, არის ადამიანის შესვრილ-შებილწული, გაუწმინდურებული გონება და აზროვნება. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ხაზს უსვამს, რომ გამრუდებული აზროვნება, იგივე ფიქრებისა და აზრების უმართებულოდ-არასწორდ და ბოროტად გამოყენება იწვევს საგანთა ბოროტად გამოყენებას, იგივე შეცდომილ, ცოდვიან და ბოროტ ქმედებებსაც (წმ. მაქსიმე აღმსარებელი: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ 2, 78). ღმერთს არ სურს სასჯელის მოგვაყენოს. ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ შეხედულება თმერთზე, როგორც შურისმაძიებელიზე. "ღმერთი არის სიყუარული" (I იოვანე 4. 8). მაგრამ არ უნდა ჩავვარდეთ მეორე, კიდევ საშინელ უმეცრებაში და უზრუნველობასა და შვება-განსვენებას მივეცეთ. "სიტყუაი ხორციელ იქმნა" (იოვანე 1. 14) რატომ? - "რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი" (ებრ. 2. 14). მიზანი და მიზეზი ღმრთის განკაცებისა, ისევე როგორც ქრსტეს ნებსითი ჯვარცმა, იყო მოსპობა (გაუქმება და განქარვება) სიკვდილისა, ხრწნილობისა და ეშმაკისა, რომელიც სიცრუისა და ყოველი ცოდვის მამაა, როგორც ქრისტე ამბობს, რომ "კაცის-მკლველი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ.. ტყუვილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაიცა მისი მტყუვარი არს" (იოვანე 8. 44). ქრისტემ, თავისი ჯვარზე გაღებული მსხვერპლით, არა თუ ღმრთის სამართლიანობა დაკმაყოფილდა, არამედ "აცხოვნა წარწყმედული ცხოვარი" (მათე 18. 11), დაუბრუნა და შეაერთა (შეარიგა) ადამიანი ღმერთს და საჩუქრად უბოძა მას განღმრთობა. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ უფალი არასოდეს იძიებს შურს, არამედ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც გულღვარძლიანნი, ავნი, ბოროტნი და გესლიანები ვართ. უფალს არ სჭირდება არაფერი. ის გადარჩენას და ცხონებას არ გვთავაზობს რაიმეს, როგორც ღვაწლის, შედეგად მოოვებულ საზღაურს და ჯილდოს. ის გვთვაზობს ცხონებას იმიტომ, რომ მას უყვარს ადამიანი; და უყვარს, რადგან სურს. იგი აცხოვნებს ადამიანს ქრისტეს სხეულის თავისუფალი და ქმედითი სიყვარულით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, იგი აცხოვნებს თავისი ეკლესიის მიერ. პიროვნება ეკლესიაში საუკუნეთა აღსასრულს, როგორც ღმრთის ხელთ არსებულ დროს ისე განიცდის. განიცდის ღმრთის სასუფეველს სულიწმიდის მიერ. კერძოდ წმიდა ევქარისტიის (ზიარების, საღმრთო ზიარების, ე.ი ღმერთთან ზიარების) დროს, მთელი შესაქმე მონაწილეობს და მყოფობს უფლის სიყვარულში "ყოველთა ერთობისათვის" და არა მხოლოდ მორწმუნენი, წმინდანნი თუ ანგელოსნი. საღმრთო ლიტურგია მხოლოდ სულის გადარჩენა როდია. მღვდელი თუ მრევლი უფლის მადლს მხოლოდ საუკთარი სულის კურთხევისა და განწმედისათვის როდი ევედრებიან, არამედ ისინი ლოცულობენ მათი მატერიალური საჭიროებისთვის და სხვა ქმნილებისათვისაც. "კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, მენავეთა, მოგზაურთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა." მთელი ქვეყნიერებისათვის ლოცვა საღმრთო ლიტურგიისას და მადლობის შეწირვა მთელი ქმნილებისათვის, აჩვენების იმას, რომ სამყარო არასოდეს შეწყვეტს არსებობას (ღმრთისმიერი სამყარო). ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვინც ვიმყოფებით, რასაც ვაკეთებთ, ბუნებრივ გარემოს რაშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, შეძლებს და გაივლის მღვდლის ხელებს, როგორც "შესაწირავი" უფლისადმი, ისე, რომ არ რჩება ცოდვით შებღალული და დამახინჯებული, არამედ განახლებულია "მუდამ კეთილად მყოფობაში" , როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს. ის, ვინც უკვე შევიდა საღმრთო ლიტურგიის საიდუმლოში, ამაღლებული ცნობიერებით, სრული შეგნებით განიცდის და წვდება / იმეცნებს, რომ მასში მარადიული, საუკუნო ცხოვრება საღმრთო ლიტურგიისას უწყვეტი ხდება, ეს მართლაც აღდგომის დღესასწაულია. თავის მეორედ მოსვლისას, ქრისტე, "კრავი" თანახმად "გამოცხადებისა", იმეუფებს ყოველთა წმიდათა და ცხონებულთა თანა. წმ. ნიკოლოზ კავასილის თქმით: "ის იქნება ღმერთი შორის ღმერთთა; შვენიერი შვენიერთა შორის, გუნდის მეწინავე და მთავარი" (წმ. ნიკოლოზ კავასილა: ცხოვრება ქრისტეში). ადამიანის, როგორც პიროვნების, არმყოფობა ან იგივე არარსებობაში შესვლა შეუძლებელია. წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს, რმო მეორედ მოსვლა პირველად მათთვის იქნება, რომელნიც თავიანთ ვნებებს იკმაყოფილებდნენ, ცხოვრობდნენ ცოდვაში და არა წმიდათათვის, რომელნიც მარადის განიცდიან ქრისტეს თანა მყოფობას (წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი: ზნეობრივი საკითხები). ჯოჯოხეთი და სასუფეველი არა ღმრთისათვის, არამედ ადამიანისათვის არსებობს. მართლაც, ჯოჯოხეთი და სამოთხე არსებობს, როგორც ცხოვრების ორი გზა, მაგრამ ღმერთი არ იწვევს მათ შექმნას. ღმერთი თავად არის სამოთხე და სასუფეველი წმინდანთა და ცხონებულთათვის; ესევე ღმერთი ჯოჯოხეთია ცოდვილთათვის. ასეა, მართალთა და ცოდვილთა ნებაც სწვდება ღმერთს და ნებითვე განახლდება მათივე ბუნება, როგორც მარადიულად არსებადი, მაგრამ ცოდვილნი ვერ შეძლებენ უფლის დიდებასა და ნეტარებაში თანაზიარებასა და მონაწილეობას; უფალი არ დაარღვევს ადამიანის თავისუფლებას. სიმართლე მიუთითებს, რომ სული ჯანმრთელია; ცოდვა კი არის ნიშანი სნეულებისა, ავადმყოფობისა. ამიტომ არათუ ღმერთია დამსჯელი; არამედ, ადამიანი არ განკურნებულა ამქვეყნად ცხოვრების განმავლობაში. თავის მეორედ მოსვლაში, ქრისტე არა მხოლოდ აღადგენს ადამიანურ ბუნებას არამედ მთელ ქმნილებასაც, შესაქმეს. მას შემდეგ, რაც დანარჩენი ქმნილებაც ადამიანის გამო დაეცა, ასევე უნდა განახლდეს კურთხეული და განწმენდილი ადამიანის მიერ. როდესაც ადამიანი აღწევს სიწმინდეს, მისი გარემოცვაც იწმინდება. ასეთი მაგალითები მრავალია წმიდათა ცხოვრებანში. წმ. გერასიმე იორდანელი ლომის თანდასწრებით იმყოფებოდა; წმ. სერაფიმე საროველმა დათვი გამოკვება, ვითარცა ცხვარი; მამა პასი მთაწმინდელი ცნობილი იყო გველებთან და სხვა გარეულ ცხოველებთან "ამხანაგობით". აღდგომასთან ერთად განახლდება ადამიანიც, ბუნებაც გათავისუფლდება ხრწნილებისაგან. წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის თანახმად, ბუნება გახდება არამატერიალური და მარადიული. "განახლებისას ბუნება არამატერიალური ადგილსამყოფელი გახდება, ადამიანის შემეცნების მიღმა" (წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი: ზნეობრივი საკითხები, 1, 5).
ღმერთმა შექმნა დრო, სივრცე და მატერია (ნივთიერება) "არარასაგან"; ასე შევა განახლებული სამარადისოდ - "აღქმისა და შემეცნების მიღმა" - ღმრთის სასუფეველში; იქნება მარადიული, უნივთო და უხრწნელი. ყველა ეს საჩუქარი მიენიჭება ადამიანს, უფლის სიყვარულით. რადგან, თუ ადამიანი მიიღებს უფლის სიყვარულს, გულიც კიდევ უფრო მეტად გაიხსნება მის მიმართ. და ის, რაც განაღებს პიროვნების გულს, ესაა სიმდაბლე. რაც უფრო თავმდაბალი ხდება, მით უფრო უახლოვდება უფალს. რაც მეტად იმეცნებს უფალს, მით მეტად თავმდაბალი ხდება. ამავდროულად, ეგოისტიც კიდევ უფრო მეტად შორდება ღმერთს. "ღმერთი ამპარტავანთ შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მოსცემს მადლსა" (იაკობი 4. 6). თუ ადამანი სათანადოდ აფასებს უფლის სიყვარულს, განმზადებულია ბრძოლისათვის, რათა მოიღწუაწოს "ღუაწლი იგი კეთილი" (I ტიმოთე 6. 12); ასე იღწვის, რათა არა მხოლოდ მან მიაღწიოს ღმრთის სასუფეველში მარადიულ ცხოვრებას , არამედ, სურს გამოაჩინოს თავისი სიყვარული ძმათათვისაც და პატივისცემა თავისი გარემოცვის მიმართ, ვიდრეღა ცოცხლობს რა ამქვეყნად.
მართალი ყოველთვის პატივისცემითაა განწყობილი გარემოს მიმართ. წმ. სილუან ათონელი წერს: "ჩვენი გული, სიყვარულთან ერთად, თანაგრძნობით უნდა იყოს განწყობილი ძმათადმი, ესევე ყველა ცოცხალის მიმართ, რადგან ყველაფერი უფლისაგან შეიქმნა. აი! მწვანე ფოთოლი და შენ კი მოწყვიტე იგი უმიზეზოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ცოდვა, როგორ ვთქვა, მაინც ტკივილს იწვევს; გული, რომელმაც სიყვარული ისწავლა, განიცდის თუნდაც ამ ფოთოლს და მთელ ქმნილებას" (არქ. სოფრონი: წმ. სილუან ათონელი). ნეტარი იოსებ ისიხასტი ბუნებას ისე განიხილავდა, როგორც იარაღს, რომლითაც მადლობას შესწირავს უფალს. ის წერს: "რა სასიამოვნოა გაზაფხულის შემდეგ, სხვლა აღდგომიდან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისაკენ - აგვისტოს თვეში. მშვენიერია კლდეები, მთები... და საერთოდ მთელ ქმნილებას მიყავხარ იდუმალ ფიქრისაკენ, შინაგან ღმრთისმეტყველებისაკენ, ვითარცა ღმრთისმეტყველება უხმოდ - თოთოეული თავისივე ხმით ან მისი უქონლობით. თუკი პატარა ყლორტს შეეხები, მაშინვე ხმამაღალ ტირილს იწყებს, თავისი ბუნებრივი სურნელებით: "ვაი! ნუთუ ვერ მხედავ, რომ მატკინე!" და ასე შემდეგ... ყველაფერს თავისი, საკუთარი ხმა ავს. როგორც სიოსა და ნიავისას, ყველაფერი ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, სწირავენ რა უფალს ქებას თავ-თავიანთი მელოდიურობით. (ბერი იოსები: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა).
ის, ვინც განიწმინდა ვნებებისაგან ღმრთაებრივი მადლის მიერ და მიეწიფა განათლებას "ფრთხილი, ფხიზელი და ყურადღებიანია". იგი ხდება სრულყოფილი პიროვნება და შემძლებელი - გაითავისოს ჩვენი დროის პრობლემები, განსაკუთრებით გარემოცვისა. თუმცა, ვკითხულობთ წმ. წერილთა და წმიდა მამათათაგან, რომ რომ ერთ დღესაც ეს სამყარო გარდაიცვლება, როცა ქრისტე განაახლებს მას, თავისი მეორედ მოსვლის დროს. "გამოცხადების" თანახმად, ის განაახლებს მას უფლის ქალაქად, სადაც ტაძარიც და ნათელიც თავად კრავი იქნება! (გამოცხ. 21:22-23).
ამიტომ მოდით, სულიერად მზად ვიყოთ ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთის; რათა შეგვეძლოს ვიტიროთ წმიდა იოვანე ღმრთისმეტყველის და გამოცხადების აღმწერთან ერთად: "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხადება, წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოვანესი 22. 20).
No comments:
Post a Comment